GE

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოფიციალურ ვებგვერდზე 8 თებერვალს ჩატარებული სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის პირველად შედეგებს აქვეყნებს.

შედეგები

ტესტური დავალებები

შეფასების სქემა

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება 2015 წლის 26 თებერვლის 10:00 საათიდან 2015 წლის 27 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.

ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წერილობითი სახით.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის მონაწილეს შეიძლება მოემატოს ან დააკლდეს შეფასება ან ნაშრომის ქულა დარჩეს უცვლელი.

მეორე ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის მესამე ტურში. მესამე ტურში გავლენ ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მოხვდებიან რეიტინგული სიის პირველ ორას მონაწილეს შორის. ოლიმპიადის მესამე ტურში გავლენ ასევე ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომელთა ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში ბოლო (მე-2 00) ადგილზე მყოფი ოლიმპიადის მონაწილის ქულას.

საპრეტენზიო განაცხადის ფორმა

სისტემაში შესასვლელად შესაბამის ველში უნდა ჩაიწეროს პირადი ნომერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ცხელ ხაზს 2 47 33 33.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური