GE

სექტემბრიდან მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებს „მხიარული გაკვეთილები კვებაზე“ ჩაუტარდებათ

სექტემბრიდან 2-3 კლასის მოსწავლეებს მხიარული გაკვეთილები კვებაზე ჩაუტარდებათ. როგორც Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, მომდევნო სასწავლო წლიდან სკოლების მოსწავლეები, მათი დამრიგებლები და მშობლები სპეციალურად მათთვის მომზადებულ საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალებს მიიღებენ. საპილოტე სკოლებს კი აღნიშნული მასალები უსასყიდლოდ უკვე გადაეცათ.

11121389_821950611193765_2131057324_n„მასალები სკოლებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადდა. ეს არის მოსწავლის წიგნი „მხიარული გაკვეთილები კვებაზე“; პედაგოგის მეთოდური სახელმძღვანელო „საუბრები ჯანსაღ კვებაზე“ და მშობლის წიგნი „საუბრები ჯანსაღ კვებაზე“ 2015-2016 სასწავლო წლიდან სკოლის მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. სწავლებისთვის სპეციალურად გადამზადდნენ დამრიგებლები. დამრიგებლები სადამრიგებლო საათის ფარგლებში ჯანმრთელი კვებისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილებს ჩაატარებენ“,-აცხადებენ სამინისტროში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, მოქმედ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული თემები დაფარულია რამდენიმე საგნის სასწავლო პროგრამაში. ეს პროგრამებია:   1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, 2. სამოქალაქო განათლებისა და 3. ფიზიკური განათლება და სპორტი.

99განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამბობენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავება და იგეგმება ჯანსაღი ცხოვრების წესის (მათ შორის, ჯანსაღი კვების) მიმართულების გაძლიერება. კერძოდ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგანში. გარდა ამისა, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შემოდის საზოგადოებრივი მეცნიერებების ახალი საგანი მე და საზოგადოება, სადაც ასევე დიდი ადგილი ეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესზე ინფორმირებულობის გაზრდას და მოსწავლეების აღჭურვას შესაბამისი უნარ-ჩვევებით.

„გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით დაწყებულია მუშაობა ჯანსაღი ცხოვრების წესის გამჭოლ სტანდარტზე, დასრულდება ახალი სასწავლო წლისთვის. სტანდარტი მოიცავს I-XII კლასებსასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა მოამზადა დამრიგებლისთვის გზამკვლევი ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სადაც  ძირითადი საკითხები ეხება ჯანსაღ კვებას, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ავადმოხმარებას და მათ უარყოფით გავლენას.

გზამკვლევი მარტივი და გასაგები ენით არის დაწერილი და განკუთვნილია ნებისმიერი მასწავლებლისთვის (და არა კონკრეტულად ბიოლოგიის მასწავლებლისთვის); გარდა ამისა, სავსებით შესაძლებელია მისი გამოყენება დაინტერესებული მშობლების მიერ. (წელს მოხდება გზამკვლევის სამეცნიერო რედაქტირება და დაკაბადონება, და ამის შემდეგს განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე)“,- განუცხადეს Aris.ge- განათლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ქეთი არის© გიგოლაშვილი 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური