GE

„შეუშვით ჩვენი შვილები სკოლაში“ – საპროტესტო აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მშობლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ექვს წელს მიღწეული ბავშვების მშობლების მთავარი მოთხოვნაა, მათ შვილებს სკოლაში შესვლის საშუალება მიეცეთ.

მშობლების მოუწოდებენ პარლამენტარებს, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს რომელიც ექვს წელს მიღწეული ბავშვების სკოლაში მიღებას უშვებს. კანონპროექტის კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ მეორე მოსმენით არის დაგეგმილი.

რამდენიმე წუთის წინ, სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე,  მშობლებთან შესახვედრად მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ჩამოვიდა.

მისი განცხადებით, მინისტრი მზად არის შეხვდეს კანონპროექტის ინიციატორს კობა სუბელიანს, რომელიც აქციაზე იმყოფება და მედიის წარმომადგენლებს. მინისტრის მოადგილის ამ შეთავაზებას მშობელთა გაღიზიანება მოყვა, ისინი მინისტრთან შეხვედრას თავადაც ითხოვენ.

რაც შეეხება კობა სუბელიანს, როგორც მან Aris.ge-განათლებასთან განაცხადა, მინისტრს იქამდე არ შეხვდება, ვიდრე მასთან ერთად სამინისტროში შესვლის ნებართვა მშობლებსაც არ მიეცემათ.

აქცია სამინისტროსთან ამ დრომდე გრძელდება. მედიისთვის განმარტებას თამარ სანიკიძე აკეთებს, რომელსაც Aris.ge-განათლება ვრცელ რეპორტაჟში შემოგთავაზებთ.

ლია გიგაურის განმარტება 5-წლიან ბავშვებზე და რჩევები მომავალ პირველკლასელთა მშობლებს

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური