GE

სკოლის მოსწავლეებისთვის ესეებისა და ილუსტრაციების კონკურსი გამოცხადდა

შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ესეებისა და ილუსტრაციების კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილების მიღება შეუძლია კერძო და საშუალო სკოლების მე-8-12 კლასების მოსწავლეებს. მათ საკონკურსო ესე უნდა მოამზადონ თემაზე ,,შოთა და თანამედროვეობა’’, ხოლო ილუსტრაციები ,,ვეფხისტყაოსნისთვის”.

კონკურსის მიზანია შოთა რუსთაველის შემოქმედებისა და მოღვაწეობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისთვის შემოქმედებითი უნარების განვითარება.

ესე შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას. ნაშრომზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მოსწავლის სახელი, გვარი, სკოლის დასახელება და კლასი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე, თავად სკოლა გამოავლენს არაუმეტეს 2 გამარჯვებულ ესეს, რომლიც ელექტრონული სახით უნდა გადაეგზავნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში- შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. მეორე ეტაპზე, განათლების სამინისტროს მიერ შემდგარი კომისია გამოავლენს 10 საუკეთესო საკონკურსო ნამუშევარს.

პირველ სამეულში გასულ მოსწავლეებს გადაეცემათ დიპლომები და საპრიზო თანხა- 200, 150 და 100 ლარის ოდენობით. დანარჩენი 7 საუკეთესო ესეს ავტორი კი მიიღებს დიპლომს და 50-50 ლარის ღირებულების საჩუქრე ბარათს.

კონკურსანტებმა ნაშრომები უნდა მოამზადონ 2016 წლის 9 ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია ესეების შეფასების კრიტერიუმებისა და ვადების შესახებ იხილეთ დანართში.

დანართი კონკურისის შესახებ

სკოლის მოსწავლეებისთვის ვიდეო კონკურსი გამოცხადდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური