GE

თამარ სანიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მენეჯმენტის გუნდს შეხვდა

ფოტო –
????????????????????????????????????

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მენეჯმენტის გუნდს შეხვდა. დელეგაცია საქართველოს კორპორაციის მეორე, 140 მილიონი დოლარის გრანტით ეწვია, კომპაქტით გათვალისწინებული საგანმანთლებლო პროექტების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ამერიკის მთავრობის ინვესტიციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს საქართველოში ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების სფეროში განათლების ხარისხის გაძლიერებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში. შეხვედრაზე განიხილეს 2015 წელს დაგეგმილი აქტივობები. კომპაქტი არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. კომპაქტს საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური