GE

თამარ სანიკიძე ”ინტელის” მსოფლიოს განვითარების პროგრამის გენერალურ მენეჯერს ჯონ დევისს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კომპანია ”ინტელის” ვიცე პრეზიდენტს, ”ინტელის” მსოფლიოს განვითარების პროგრამის გენერალურ მენეჯერს ჯონ დევისს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროა ვრცელებს. შეხვედრას ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კომპანია „ინტელი“-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი ამიერ კავკასიის ტერიტორიაზე მაკა მახათაძე ესწრებოდნენ.

,,კორპორაცია ”ინტელი” მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით, ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას. ინტელის პროგრამების დახმარებით ყოველწლიურად სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ასაკის მილიონობით ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე ტექნოლოგიები, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ კავშირი, გაუმჯობესებული ჯანდაცვის სისტემა და ხარისხიანი განათლება. ამ მიზნით, ინტელი თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის მთავრობასთან, ლოკალურ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებთან, სატელეკომუნიკაციო პროვაიდერებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, ჯანდაცვის დაწესებულებებთან და სხვა ორგანიზაციებთან,” – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და ერთობლივი ახალი პროექტების ამოქმედებაზე შეთანხმდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური