GE

თსსუ-ის ორგანიზებით ბაკურიანში ზამთრის საერთაშორისო სკოლა-სემინარი გაიმართა

2015 წლის 20-23 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ინიციატივით და სტუდენტური თვითმმართველობის აქტიური მხარდაჭერით, ბაკურიანში ჩატარდა ზამთრის საერთაშორისო სკოლა-სემინარი “გლობალური ჯანმრთელობა 21-ე საუკუნეში”.

სამედიცინო უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, სკოლა-სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, სომხეთის და თურქეთის წარმომადგენლები, მაგისტრები და პროფესორ-მასწავლებლები.

სკოლა-სემინარის მუშაობას მაღალი შეფასება მისცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ილიას ჩილოღლუმ.

მათივე ინფორმაციიტ, სკოლა-სემინარი გახსნა თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა ბიძინა ზურაშვილმა. სკოლა-სემინარის მუშაობას წარმართავდნენ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი  სეირან ქოჩარიანი, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორები: ირინე ზარნაძე და შალვა ზარნაძე. აღსანიშნავია, რომ წელს შესრულდა 10 წელი ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულკტეტს შორის სამეცნიერო და პრაქტიკული თანამშრომლობის დაწყებიდან.

სემინარზე განიხილეს მაგისტრების მიერ შესრულებული 13 ნაშრომი ჯანდაცვის გლობალური პრობლემების შესახებ. წაიკითხეს და დაარიგეს მასალები  სამეცნიერო კვლევების თანამედროვე მეთოდების გამოყენების, სამაგისტრო ნაშრომების დაგეგმვისა და  შესრულების უნარ-ჩვევებისა შესახებ…

სკოლა-სემინარის მონაწილე მაგისტრებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. დაისახა უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის სტრატეგია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური