წარჩინებული მოსწავლეების ოქროსა და ვერცხლის მედლები სამინისტროს წელს 61 482.40 ლარი უჯდება
ოქროსა და ვერცხლის მედლები 2014-15 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დეკემბრის 15 რიცხვამდე გადაეცემათ. როგორც Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუცხადა, ტენდერი მედლების დამზადებაზე უკვე დასრულდა. ჯილდოების მოწოდება კი ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან არაუგვიანეს 5 დეკემბრისა უნდა მოხდეს. 5 დეკემბრიდან უმოკლეს ვადაში კი მედლები ადრესატებს საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ.
სამინისტრომ ტენდერი მედლების შეძენაზე 17 სექტემბერს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თამარ სანიკიძის უწყება სულ 1554 ოქროს მედლისა და 964 ვერცხლის მედლის დამზადებას ითხოვს.
ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. შპს „ედვერთაიზინგ ნიუ იორკ სითიმ“ 2511 მედლისა და ამდენივე მედლის ჩასადები სასაჩუქრე ყუთის დამზადებისთვის შეთავაზებულზე თითქმის 37 ათასით ნაკლები, 61 482.40 ლარი მოითხოვა.
სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2014-15 სასწავლო წელს ოქროს მედალზე სკოლა სულ 1551-მა მოწავლემ დაამთავრა. მათ გარდა ოქროს მედალი გადაეცემა 2012 და 2014 წლებში სკოლადამთავრებულ 3 წარჩინებულ მოსწავლესაც.
ოქროს და ვერცხლის მედლები წარჩინებულ მოსწავლეებს წლის ბოლომდე გადაეცემათ
„ოქროს და ვერცხლის მედლების გაცემა დამატებითი წახალისების გარეშე მოსწავლეს მოტივაციას უკარგავს“
წარჩინებულ მოსწავლეთათვის გადასაცემი ოქროსა და ვერცხლის მედლების დიზაინი დამტკიცდა
ეკა არის© წივწივაძე
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება