GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ,,წყალზე მომზადების კურსს” გადიან

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსის იუნკერები პირველი აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით, სპეციალური ოპერაციების ბატალიონის ბაზაზე ,,წყალზე მომზადების კურსს” გადიან.

წყალზე მომზადების სავარჯიშოებს ოთხი კვირის განმავლობაში იუნკერები ორ ეტაპად გაივლიან. კურსის მიზანია იუნკერებმა შეძლონ წყლის დაბრკოლებების გადალახვა აღჭურვილობით დღის და ღამის პირობებში, წყლის გადალახვისთვის საჭირო საშუალებების მომზადება, აღჭურვილობის შეფუთვა, ტივის შეკვრა და დაშავებულის წყალზე გადაყვანა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური