GE

18 სკოლა სრულად დახურულია, ასობით მოსწავლემ კი თავად აირჩია დისტანციური სწავლა – ვითარება გორის სკოლებში

პანდემიური მდგომარეობის გამო, გორის მუნიციპალიტეტში არსებული 67 საჯარო სკოლიდან 18 სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული – ინფორმაციას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

1-ელი თებერვლის მონაცემებით, აღნიშნული სკოლების ნაწილი 3 თებერვალს, ნაწილი კი, 4 და 5 თებერვალს დაუბრუნდება საკლასო ოთახებს. 3 თებერვლამდე სრულად დისტანციური სწავლის რეჟიმზეა ქვახვრელის, ქერეს, ახალდაბის, გორის N4 და N12 საჯარო სკოლები. 4- თებერვლამდე სრულად დისტანციური სწავლის რეჟიმზე რჩება გორის N3, N6 და მეღვრეკისის საჯარო სკოლები. 5-თებერვლამდე სრულად დისტანციურად განახორციელებენ სწავლის პროცესს გორის N10, N7, N11, მეჯვრისხევის, ზერტის, სვენეთის, ერგნეთის, ფხვენისის, შავშვების, ახრისის საჯარო სკოლები.

ჩამოთვლილი სკოლების გარდა, 10-მდე სკოლის სხვადასხვა კლასი დისტანციურ სწავლებაზეა. 600-ზე მეტმა მოსწავლემ კი ინდივიდუალურად გამოთქვა დისტანციური სწავლების სურვილი.

ქვეყანაში პანდემიის აფეთქების მიუხედავად, გუშინ, საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვები არ დააწესა და სკოლები ღია დატოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ინფიცირების შემთხვევები პროცენტულად არ არის გაზრდილი არც მოსწავლეებში და არც მასწავლებლებში.

2 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 44. რაც შეეხება მოზარდების ვაქცინაციის მაჩვენებლებს, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 931 (2.22%) სრულად აცრილია – 2 773 (1.56%). ხოლო 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 445 (15.35%) სრულად აცრილია- 10 862 (13,39%).

ასევე იხილეთ:

სკოლებში სწავლა გაგრძელდება – საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვა არ დააწესა

მინისტრის მოადგილე განმარტავს რა რეკომენდაცია აქვთ სკოლებთან დაკავშირებით NCDC-სგან 31 იანვრის მდგომარეობით

წყარო: gmnews

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური