GE

2017 წლის მუსიკის საგნის გამოცდის დასაგროვებელი აუცილებელი ქულა შეიცვალა

2017 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის ტესტირებაში დასაგროვებელი  აუცილებელი ქულების დადგენის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანებით, ცვლილება შეეხო მუსიკის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებლად დასაგროვებელი ქულის რაოდენობას. ცვლილების მიხედვით, I-IX კლასების მუსიკის მასწავლებლობის მსურველებმა მუსიკის საგნის გამოცდის წარმატებით დაძლევისთვის უნდა დააგროვონ 43 ქულა და მეტი.

ბრძანებაში განხორციელდა კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც უცხოური ენების ტესტებში დასაგროვებელ ქულას ეხება, კერძოდ: უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად. აქედან 4 ნაწილში – ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში, მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი, კერძოდ: ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი კი 6 და მეტი. წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი კი 8 და მეტი. მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი კი 6 და მეტი. ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი.

მასწავლებლის 2017 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულები განისაზღვრა

ვის ეხება მინიმალური ზღვარის არსებობა მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და არსებობს თუ არა შიდა ბარიერი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური