GE

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური დაიწყო

დღეს, 6 დეკემბერს 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი ტური შემდეგ საგნებში ტარდება:

ქართული ენა და ლიტერატურა; კოდი – 5115.
ქართული, როგორც მეორე ენა (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის); კოდი – 2427 ;
ფრანგული ენა; კოდი – 5887.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 6-10 დეკემბერს, ელექტრონულად ჩატარდება – სურვილი 31 900-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა

„ნაეკის“ მიერ 3 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან გაიარონ ტესტირება ვებგვერდზე: www.naec.ge. შესაბამისი განრიგის მიხედვით.

„სისტემა მთელი დღის განმავლობაში, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი და მოსწავლე შეძლებს მისთვის სასურველ დროს დაიწყოს ტესტზე მუშაობა.

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი. სასურველია, ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome („გუგლ ქრომი“) და სამუშაოდ გახსნას მხოლოდ ერთი გვერდი.

ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“. „პაროლი“ – იგივე „საგნის კოდი“, ყოველდღე, განრიგის მიხედვით 08:30 საათზე გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე და ზუსტად 09:00 საათიდან გააქტიურდება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში.

მათივე ცნობით, თითოეულ დავალებაზე გამოყოფილია 2 წუთი. დავალებების ამოწურვის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება მოსწავლის მიერ მიღებული ქულა, რაც მიუთითებს ტესტირების დასრულებაზე.

მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და ამასთან ერთად მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.

ასევე იხილეთ:

2021 – 2022 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის მაქსიმალური ქულები გამოქვეყნდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური