GE

4 გზა, რომელიც სკოლის ხელმძღვანელობას ინოვაციების დანერგვაში დაეხმარება

ავტორი: ჯასტინ რაიხი

ხშირად, სკოლებში ინოვაციის განხორციელება, ტრადიციული იერარქიით, „ზემოდან“ იგეგმება და პედაგოგებამდე მხოლოდ შესრულების ეტაპზე მოდის. სახეზე ვიღებთ სურათს, რომელშიც მასწავლებლებს არ გააჩნიათ სიახლის მიმართ გულწრფელი ენთუზიაზმი და განსაკუთრებული მხარდაჭერა. ასეთი ინიციატივები სწრაფად კი შედის ქმედებაში, მაგრამ მათი შედეგიანობა არამიზნობრივი და მოკრძალებულია.

განათლებაში, და არამხოლოდ, ინოვაცია ხშირად უტრირებული პროცესების ეფექტი უფროა, ვიდრე ცენტრალიზებული დაგეგმარების შედეგი. სკოლებში, სადაც წარმატებით განხორციელდა ქმედითი რეფორმები, მასწავლებლები კარგად იაზრებენ, როგორ დახვეწონ სწავლებისა და განათლების პროცესი  უწყვეტი ციკლის ანალიზის შედეგად, რომელიც თავის მხრივ, ექსპერიმენტების, მონაცემების პროექტირებისა და კორექტირებების  მრავალსაფეხურიან ფაზებს მოიცავს. თუ სკოლის ხელძღვანელობის მიზანი კარგად გააზრებული ინოვაციის დანერგვაა, მაშინ საჭიროა იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება მასწავლებელთა მხარდაჭერა აღნიშნული ციკლის ეტაპების მსვლელობების მანძილზე და ამ პროცესში ინოვაციის გაცილებით ეფექტურად და პოზიტიურად ჩაშვება.

ინოვაციის ადმინისტრატორების ხელთ არსებობს ოთხი ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ამ ციკლის ძრავას უკეთ აამუშავებს: 1) კვლევისა და განვითარებისათვის ფინანსების გამოყოფა; 2) გუნდური სწავლების მხარდაჭერა; 3) მასწავლებლებს შორის აზრთა გაცვლისა და ურთიერთსწავლებისათვის შესაბამისი ადგილების შექმნა; 4) კონსოლიდირებული ხედვისა და სრტუქტურათშორისი ენის ჩამოყალიბება.

  1. კვლევა და განვითარება (R&D)

მომხმარებელთა მუდმივადცვალებად მოთხოვნებს რომ არ ჩამორჩნენ, კომპანიები და ორგანიზაციები ინვესტიციას კვლევა-განვითარებაში (ე.წ. R&D) დებენ. როგორ შეუძლიათ სკოლებს განათლების ხარისხის გაუმჯობესებისადმი მიმართული R&D-სთვის რესურსების გამონახვა? ამის პასუხი სკოლის ბიუჯეტში უნდა ვეძიოთ და ვნახოთ, რა ნაწილი ეთმობა R&D-ს. უნდა დავინტერესდეთ, თუ როგორ ანაწილებს სკოლა დროს, რესურსებს და ენერგიას იმისათვის, რათა მასწავლებელმა შეძლოს სიახლეების შემოტანა და რაიმე ახლის მოსინჯვა.

პირველი რესურსი, რაც სკოლის ხელმძღვანელს შეუძლია გამოყოს, არის ის ენთუზიაზმი და მხარდაჭერა, რომელითაც იგი სიახლეებისადმი მოწადინებულ მასწავლებლებს  შეხვდება. ჯასტინ რაიხი, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ურჩევს ხელმძღვანელობას, შექმას გარემო, სადაც მასწავლებელი იგრძნობს, რომ სიახლეების პირისპირ მარტო არ დგას. მან უნდა გააჟღეროს მესიჯი, რომ სწავლას დრო სჭირდება და რომ ყველა მცდელობა წარმატებული ვერ იქნება. კითხვები ბევრი იქნება, როგორც მოსწავლეების, ასევე მათი მშობლების მხრიდან, თუმცა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ცვალებად პერიოდში, ხელმძღვანელობა ზურგს უმაგრებს.

რამდენად შესაძლებელია მეტი დროის, ფულისა და რესურსების გამონახვა R&D ბიუჯეტის გასაზრდელად? მაგალითად, შეგიძლიათ, მასწავლებელი 6 თვე ან ერთი წელიწადი გაათავისუფლოთ საგნობრივი მოვალეობებიდან, რათა მან დრო კვლევით და ექპერიმენტულ საქმიანობას დაუთმოს? ან უზრუნველყოთ ანაზღაურებით მასწავლებლები, რომლებიც ზაფხულის არდადეგების დროს გუნდურად იმუშავებენ ხარისხის გასაუმჯობესებლად?

სასკოლო ინოვაციის ერთ-ერთი შედარებით გამოუყენებელი რესურსი მოსწავლეები არიან. მაგალითად, ტექნოლოგიური ინოვაციებისათვისვის საჭირო პერსონალის ასაყვანად სკოლას ნაკლებად თუ ექნება ფინანსური სახსრები. ამ დროს კი, შესაძლოა მოსწავლეების ნაწილი არანაკლებ კომპეტენტური იყოს ტექნიკურ სფეროში და სურვილიც გამოთქვან, რომ მასწავლებლებს უკეთესი გაკვეთილების ორგანიზებასა და საკლასო ოთახების ტექნიკურ გამართულობაში დაეხმარონ. ეს პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ სკოლაში მოქმედებს.

  1. ექსპერიმენტებზე დაფუძნებული გუნდური სწავლების ხელშეწყობა

შემდგომი საკითხი გუნდურ სისტემაზე დაფუძნებული სწავლებაა. როგორ შევქმნათ გარემო, სადაც მასწავლებელთა ექპერიმენტული სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს იდეებსა და გამოცდილებებს გაუზიარებენ? არსებობს ორი ეფექტური პრაქტიკა: მოსწავლეთა ნაშრომებზე დაკვირვება და „სასწავლო ტური“. მოსწავლეთა ნაშრომებზე დაკვირვება გულისხმობს მათი ნაშრომების წარმომადგენლობითი ნაწილის აღებას, გადახედვასა და მათზე დაკვირვებით იმის ანალიზს, თუ როგორი მეთოდებით სწავლობენ მოსწავლეები და რამდენად ჩანს შესაფების მასალებიდან იმის მტკიცებულება, რომ ისინი რეალურად იღებენ ცოდნას. როგორც წესი, აღნიშნული ჯგუფები იყენებენ შესაბამის პროტოკოლს, რაც მათ ეხმარებათ მოსწავლის აზროვნებასა და მასალის გააზრებაზე სწორი აქცენტი გააკეთონ. ეს მეთოდი სწავლის, როგორც პროცესის, შეცნობის ნამდვილად ძლიერი გზაა.

კლასსზე დაკვირვების მეორე პრაქტიკა ე.წ. „სასწავლო ტურია“. იდეა მდგომარეობს შემდგომში: მასწავლეებლებს ეძლევათ საშუალება შევიდნენ კოლეგების კლასებში და დააკვირდნენ ცვილებების განხორციელების პროცესს. მეტი  ჩართულობა სიახლეებისა და ახალი მეთოდების დანერგვის პროცესში ეხმარება მასწავლებლებს, უკეთ დაინახონ და გაიაზრონ ცვლილებები სასწავლო წლის განმავლობაში.

  1. საგანმანათლებლო საზოგადოებებს შორის აზრთა გაცვლისათვის საჭირო გარემოებების ხელშეწყობა

ინოვაციის მესამე ხელსაწყო გულისხმობს სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ისეთი ადგილების გამოყოფას, სადაც მასწავლებლები აზრების ურთიერთგაცვლას შეძლებენ. თავად განსაჯეთ, თუ რამდენი დრო იკარგება პედსაბჭოებზე იმ განცხადებების გაჟღერებაზე, რისი ამობეჭდვაც წინასწარ შეგიძლიათ და ყველა თავად წაიკითხავს. არ იქნება უპრიანი, თუ ამ დროს იდეების გაცვლას, გამოცდილების გაზიარებასა და კოლეგებისაგან რაიმე ახლის სწავლას დავუთმობთ?

როგორ არის შესაძლებელი არაფორმალური სამუშაო სივრცეების ამუშავება? მაგალითად, ბოსტონში არსებობს ლაილა ჯ. ფრედერიკის საპილოტე სკოლა, რომლის დამფუძნებელმა, მიზნად დაისახა ღარიბი თემებიდან წამოსული მოსწავლეებისათვის ტექნოლოგიებთან წვდომის უზრუნველოფა. ყოველ ორშაბათს, მისი ინიციატივით ეწყობდა „ფუნთუშისა და ლეპტოპის დღე“. ფუნთუშებიანი პარკებით დატვირთული დები მასწავლებლებს, გაკვეთილების დაწყებამდე, 15-20 წუთიან ვორკშოპებზე ეპატიჟებოდა.

რიგი სკოლების ადმინისტრაცია ისეთ ექპერიმენტულ მოდელებს მიმართავს, როგორიცაა EDCamp, რომელიც გულისხმობს  მასწავლებლის ხელმძღვანელობით წარმართულ პროფესიული განვითარების სემინარებს. EDCamp წარმოადგენს კონფერენციების ან პროფესიული განვითარების დღეებს, რომლებიც შედგება სასწავლო სესიებისაგან, რომელთა შინაარსიც წინასწარ არაა გაწერილი. მონაწილეები თავად  გამოთვამენ მოსაზრებებს, თუ რისი განხილვა  აინტერესებთ ყველაზე მეტად და ამის შემდგომ, თავად მასწავლებლები უზიარებენ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას. ეს არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს პედაგოგთაშორის სწავლებას და შეხედულებების გაცვლა-გამოცვლას.

  1. კონსოლიდირებული ხედვასა და სტრუქტურაშორის ენაზე დაფუძნებული ინოვაციების მართვა

მეოთხე ხელსაწყო გზამკვლევებსა და მითითებებს მოიცავს. ექპერიმენტების წახალისებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი რისკ ფაქტორი, მისი განვითარების კონტროლის სირთულეა – იგი შესაძლოა, ათასი განსხვავებული მიმართულებით წავიდეს. ამერიკულ სკოლებში ინოვაციების დანერგვის მთავარი რისკი სწორედ ესაა. არსებობს სკოლები პედაგოგთან უკიდურესი ავტონომიით, რომელშიც მასწავლებელს, სასწავლო ოთახის კარის დახურვის შემდეგ, ყველაფრის კეთების უფლება აქვს საკუთარ კლასთან. ამ მიდგომით, ხშირად ინოვაცია ხდება ერთ საკლასო ოთახში და არა სტრუქტურულად, გუნდურად და სკოლის სრული მასშტაბით. ამ შემთხვევაში, საუკეთესო მასწავლებლის პენსიაზე გასვლის შემდგომ, მისი შესანიშნავი მეთოდები და სიბრძნე, მასთან ერთად მიდის სკოლიდან.

ეფექტური ხელმძღვანელობა მუდამ ცდილობს განახორციელოს ინოვაციები, რომელიც მიყვება კარგად გააზრებულ საერთო ხედვებისა და გასაგები შიდასტრუქტურულ ენის ტრაექტორიას. იდეალურ სიტუაციში, მასწავლებლები გრძნობენ მხარდაჭერას ექსპერიმენტების განცირხიელებისას და წახალისებულნი არიან ინოვაციების ინიცირების და განსაკუთრებით, საერთო სასკოლო მიზნების ჩამოყალიბების პროცესში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასწავლებლებს ეძლევათ სამხატვრო ტილო და ჩარჩო, რომელშიც ცვლილებები უნდა მოხდეს, ერთობლივი ძალისხმევით.

თანამშრომლობაზე აგებული ინოვაცია ასევე ეხმარება საერთო ენის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს კონცეფციების ერთნაირ გაგებას, როცა ვსაუბრობთ თუ რა არის კარგი მასწავლებელი ან ეფექტური სწავლება. კონსოლიდირებული სტრუქტურათშორისი ენის ჩამოყალიბებისათვის შეგვიძლია დავიხმაროთ და არსებული არა ერთი მეთოდი, სისტემა, წიგნი და ექსპერტი. მაგალითისათვის იხილეთ: Understanding by Design, ან Teaching for Understanding, ან First Principles of Instructional Design, ან Universal Design for Learning, ან Teach Like a Champion, ან Project-Based Learning ან ნებისმიერი სხვა ინსტრუქცია. ამასთან, ბევრი სკოლა სულაც თავად ქმნის საკუთარ, უნიკალურ გზებს, რითაც განსაზღვრავს ეფექტიან მასწავლებლის და სწავლებას. შეიძლება, თითოეული ჩვენგანი უპირატესობას რომელიმე მეთოდს ანიჭებდეს, თუმცა გემოვნებისდა მიუხედავად, გაცილებით მნიშვნელოვანია სისტემის სწორად ამუშავება, ვიდრე სწორი სისტემის დანერგვა.

ინოვაციური ცვილებების გზამკვლევებისა და მითითებების არსებობა ქმნის საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც მასწავლებლებს ეძლევათ თანამშრომლობის, აზრთა გაცვლისა და პროგრესის შესაძლებლობა.

სკოლის ფარგლებს შიგნით ვერასდროს იქნება საკმარისი ადმინისტრაციული რესურსი, რაც უზრუნველყოფს ინოვაციური მეთოდების სრულ განხორციელებას. ამიტომაც, სკოლის ხელმძღვანელობის ამოცანა უნდა იყოს მეტი ყურადღების გადატანა იმ გარემო პირობების შექმნაზე, რომელიც მასწავლებლებს მისცემს მეტ რესურს, სითამამესა და მხარდაჭერაც, რაც საშუალებას მისცემს მათ, განახორციელონ ექპერიმენტები და გააუმჯობესონ პრაქტიკა და ასევე, ჰქონდეთ ადგილი, სადაც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს გაუზიარებენ.

ამ კვლევით ქართული განათლების სისტემის გამოსწორება 6 წელშიც შესაძლებელია – „ამის გამბედაობა უნდა გვეყოს!“

20 საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემის ქვეყანა მსოფლიოში – 2016 წლის რეიტინგი

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ

წყარო: ww2.kqed.org

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური