აბიტურიენტების საგამოცდო პროცესიდან მოხსნის წესში ცვლილებები შედის
აბიტურიენტების საგამოცდო პროცესიდან მოხსნის წესში ცვლილებები შედის. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მიაწოდა. მაია მიმინოშვილის თქმით, წესები კიდევ უფრო დაზუსტდება და დაკონკრეტდება.
,,მე პირადად ვფიქრობ, რომ მომავალი წლისთვის აუცილებლად მოგვიწევს წესების დაზუსტება. ცვლილება ისევ აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარეობს. დღეს არსებულ წესში წერია, რომ აბიტურიენტებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიტანონ მობილური ტელეფონი საგამოცდო ცექტორში, თუმცა ამას მაინც ახერხებენ და რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ თავს. წელს გვქონდა შემთხვევები, რომელიც ზოგადად წერია წესში და არც მოგვსლია აზრად, რომ დაგვეკონკრეტებინა.
მომავალში აუცილებლად დაკონკრეტდება, რომ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში არ უნდა გამოცხადდეს მთვრალ მდგომარეობაში, (ნასვამზე არ არის საუბარი). თურმე, აუცილებლად ჩასაწერია, რომ აბიტურიენტი არ უნდა იყო ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. არ უნდა იქიონის ნარკოტიკული საშუალებები თან, ყოველ წელს გარკვეულ გამოცდილებას ვიძენთ. მე პირადად, მომხრე ვარ, რომ ეს წესები კიდევ უფრო ნათლად და მკაფიოდ ჩამოვწეროთ. ბევრ დეტალს დავაზსუტებთ,”- განაცხადა მიმინიოშვილმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ,,ნაეკს” აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესის წარმართვაში ეხმარება და აქვე მოუწოდა სამართალდამცავებს, რომ აბიტურიენტები საგამოცდო სექტორში შესვლამდე კიდევ უფრო გულდასმით შეამოწმონ.
,,ეს ისევ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარეობს, იმ აბიტურიენტს, რომელიც წელს გამოცდიდან საათის გამო მოიხსნა, შემოწმების პროცესში რომ ჩამორთმეოდა ტექნიკა, გამოცდიდან არ მოიხსნებოდა,”- დასძინა მიმინოშვილმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დაანონსებული ცვლილებები, აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ ცნობარში მომავალი წლის ეროვნული გამოცდებითვის განხორციელდება.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა
გამოცდაზე ელექტრო საათის შეტანის მიზეზით კიდევ ერთი აბიტურიენტი მოიხსნა
საგამოცდო პროცესის უხეშად დარღვევისათვის გამოცდებიდან 1 აბიტურიენტი მოიხსნა
რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი ეროვნული გამოცდიდან?
2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი აბიტურიენტებისთვის
ეკა არის© წივწივაძე
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება