GE

აბიტურიენტებს 2017-2018 სასწავლო წლისთვის IBSU სწავლის საფასურზე შეღავათებს სთავაზობს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბიტურიენტების მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ხდება. უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის მნიშვნელოვანია, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციისას, სასწავლო პროგრამების ჩამონათვალში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (კოდი 064) პირველი ადგილი მიანიჭოთ.

როგორია სწავლის საფასური, შეღავათები და დაფინანსების სისტემა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლისთვის?

,,გრანტს + გრანტი“

  • თუ ხარ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 70%-იან გრანტს;
  • თუ ხარ 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 50%-იან გრანტს;
  • თუ ხარ 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 30%-იან გრანტს.

ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები

  • თუ ხარ სახელმწიფო გრანტის მფლობელი, საჯარო და კერძო სკოლების ოქროს ან ვერცხლის მედალოსანი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 4 წლის განმავლობაში, 100% და 70% და 50% -იანი გრანტით დაგაფინანსებს.
  • თუ ხარ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 100%-იან გრანტს;
  • თუ ხარ 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 70%-იან გრანტს;
  • თუ ხარ 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 50%-იან გრანტს.

– თუ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამებს (კოდი 064) უპირატესობას მიანიჭებ და უნივერსიტეტების ჩამონათვალში პირველს ჩაწერ, 20%-იან დაფინანსებას მიიღებ;

– შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადის პირველ ორმოცდაათეულში მოხვედრისას, უნივერსიტეტისგან მიიღებ სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას (I ადგილი – 100% დაფინანსება; II-III ადგილი – 75% დაფინანსება; IV-X ადგილი – 50% დაფინანსება; XI-XXV ადგილი 20% დაფინანსება);

– თუ ხარ საქართველოს 2016-2017 სასწავლო წლის ეროვნულ-სამეცნიერო ოლიმპიადის მონაწილე, გადახვედი III ტურში და ამავე დროს აიღე ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტი, უნივერსიტეტისგან მიიღებ 100%, 70% და 50%-იან დაფინანსებას;

  • თუ ხარ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 100%-იან გრანტს;
  • თუ ხარ 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 70%-იან გრანტს;
  • თუ ხარ 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 50%-იან გრანტს.

– თუ ხარ საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწავლის საფასურის 50%-ს დაგიფინანსებს;

– თუ შენი ოჯახის წევრი (დედა, მამა, და, ძმა) არის შეიარაღებული ძალების მოქმედი წარმომამდგენელი რომელიც ARMY CARD-ის მფლობელია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 50 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ.

– თუ შენი და-ძმა, ან შენი ოჯახის სხვა წევრი, უკვე სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ (ამ შეღავათზე არ მოქმედებს *პუნქტი);

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური