GE

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო სტუდენტურ კონგრესში მონაწილეობა მიიღეს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მალტეპეს უნივერსიტეტის (თურქეთის რესპუბლიკა) მიერ ჩატარებულ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა IX საერთაშორისო სტუდენტურ კონგრესში მონაწილეობა მიიღეს.

კონგრესი პანდემიის გამო ონლაინ ჩატარდა და მთავარ თემას ,,ადაპტაცია პანდემიასთან და ახალი მომავალი“ წარმოადგენდა. საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის „მენეჯმენტის“ საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტმა მარიამ ფოფხაძემ და მესამე კურსის სტუდენტმა თინათინ ფხაკაძემ პანდემიის პირობებში ბიზნესში რეკლამის როლზე ისაუბრეს.
,,საინტერესო კონგრესი გამოვიდა. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები განვიხილავდით კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებსა და მასთან ადაპტირების გზებს. თავად ეს კონგრესით ერთგვარი გამოწვევა იყო, რადგან სწორედ პანდემიის გამო ონლაინ გაიმართა და ეს დიდი გამოცდილება იყო ჩვენთვის“,- აღნიშნა თინათინ ფხაკაძემ.

მარიამ ფოფხაძის თქმით, თემაზე მუშაობა საინტერესო იყო. მიღებული გამოცდეილება მას სამომავლო წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

,,ჩემთვის ამ კონგრესში მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა. ორი თვე ვემზადებოდი თემის წარსადგენად. გავეცანი სხვადასხვა კვლევებს, სტატიკურ მონაცემებს ამ მიმართულებით. პანდემიის პირობებში ზარალის მიუხედავად როგორ კეთდება რეკლამა და რა შეიცვალა პანდემიამ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, თუ მომავალშიც კიდევ იქნება მსგავსი კონგრესი, კონფერენციები კიდევ ჩავერთვები“,- აღნიშნა მარიამ ფოფხაძემ.

ინტერნაციონალიზაცია უნივერსიტეტისა და, შესაბამისად, ფოთის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კონგრესმა საშუალება მისცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის სამეცნიერო ინტერესები და იდეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში და ყოველწლიურად წარმატებებს აღწევენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური