GE

ალაბამის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ჯოზეფ ვუდსი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს სტუმრობდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის სტუმარი, ალაბამა-ბირმინგემის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ჯოზეფ ვუდი, ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებს შეხვდა. მათ მოისმინეს ლექცია „სამხრეთული იუმორი უილიამ ფოლკნერის და ფლენერი ო’კონორის შემოქმედებაში“.

პროფესორი ვუდი დასავლური ლიტერატურის სწავლების სპეციფიკას ცენტრალური აზიის, კავკასიისა და რუსეთის უნივერსიტეტებში იკვლევს. ლექციის შემდეგ იგი სტუდენტებს გაესაუბრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის ისტორიის სწავლების მეთოდებსა და პრინციპებზე.

პროფესორი ვუდი დისტანციურად ესაუბრა ინგლისური კლუბის წევრებს ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის შესახებ და ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის მაგალითზე მან განიხილა უმაღლესი განათლების სისტემა აშშ-ში.

შეხვედრას ესწრებოდა 60-ზე მეტი სტუდენტი, რომლებმაც კითხვა-პასუხის რეჟიმში აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური