GE

ამ რიცხვამდე ელექტრონული ჟურნალის დადასტურება სავალდებულოა! – EMIS-ის მორიგი მითითება მასწავლებლებს

ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით მასწავლებლებმა მითითება მიიღეს, რომ სავალდებულოა ჟურნალის დადასტურება და თუკი პედაგოგები ამას კონკრეტულ თარიღამდე არ შეასრულებენ, ჟურნალი ავტომატურად, იმ სრულყოფილი ან არასრულყოფილი მონაცემებით დადასტურდება, რაც ასახული ექნებათ.

განათლების მართვის სისტემის მორიგ მითითებაში, რომელიც 27 დეკემბრის გვიან საღამოს გამოქვეყნდა ვკითხულობთ, რომ როდესაც მასწავლებლები დარწმუნდებიან, რომ ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემები ყველა მოსწავლის ჭრილში ზუსტია, მათ უნდა უზრუნველყონ ჟურნალის დადასტურება.

“გაცნობებთ, რომ ჟურნალის დადასტურების ბოლო ვადა არის 2022 წლის 11 იანვარი.
აქვე გაცნობებთ, თუ მასწავლებელი აღნიშნულ რიცხვამდე არ უზრუნველყოფს ჟურნალში ინფორმაციის დროულ ასახვასა და მის დადასტურებას, ჟურნალი ავტომატურად დადასტურდება 2022 წლის 11 იანვარს 23:59 საათზე“, – განმარტავს განათლების მართვის სისტემა.

ასევე იხილეთ:

რას აკეთებს სკოლა და მასწავლებელი თუ ჩათვლის, რომ ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლის საშუალო შეფასება არასწორად არის ასახული – ინსტრუქცია

როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი, თუ საგნის საშუალო ქულები და მიმდინარე შეფასება ერთმანეთს არ ემთხვევა – EMIS-ის განმარტება

როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლე დისტანციურად, ასევე შიდა ან გარე მობილობის დროს – ინსტრუქცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური