GE

არაფორმალური განათლების განვითარების პროექტში მონაწილე ორგანიზაციები დაჯილდოვდნენ

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC ) პროექტის „არაფორმალური განათლების ორგანიზაციების მხარდაჭერის ინიციატივა“ , შემაჯამებელი ღონისძიება გამართა და პროექტში ჩართული ორგანიზაციები დააჯილდოვა.

პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებითა და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. მისი მიზანი არაფორმალური განათლების სფეროში მოქმედი ორგანიზაციების მხარდაჭერა და სპეციალური, ერთთვიანი სასწავლო კურსის მეშვეობით მათი ხელმძღვანელი პირების მენეჯერული კომპეტენციების გაძლიერება იყო.

პროექტში სულ 29 ორგანიზაცია ჩაერთო, ჯამში 53 პირი გადამზადდა. გადამზადების მიზნით შემუშავდა სპეციალური ტრენინგ-პროგრამა არაფორმალური განათლების ორგანიზაციების განვითარების საკითხებზე. პროგრამა  ორი  ჯგუფისთვის ცალ-ცალკე ჩატარდა.

15748317_1446285692070928_854894464_oთბილისის მერიის განათლების სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ EDU.ARIS.GE–სთან არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს შრომით ბაზარზე მოთხოვნები მუდმივად იცვლება და შესაბამისად, ადამიანებმა ამ მოთხოვნებს ფეხი უნდა აუწყონ. ამაში კი,  მისი თქმით, სწორედ მსგავსი ღონისძიებები ეხმარებათ, რომლის მეშვეობითაც მათ საკუთარი ცოდნისა და კვალიფიკაციის გამრავალფეროვნება და ამაღლება შეუძლიათ.
”თბილისის მერიის ხელშეწყობით გაკეთდა საკოორდინაციო ჯგუფი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც მუშაობენ ახლგაზრდების არაფორმალური განათლების მიმართულებით და მათ სხვადასხვა პროგრამა შევთავაზეთ. ასევე, მოხდა მათი გადამზადება და სამომავლო გეგმების დასახვა. მომავალში ეს საკოორდინაციო ჯგუფი აუცილებლად ჩაერთვება მთელი თბილისის მასშტაბით ახალგაზრდების გადამზადების პროგრამებში”, – განაცხადა ირაკლი გვილავამ.

მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისის მერიაში შეიკრიბნენ, სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ცინაძემ და  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის დირექტყორმა, ირინა ხანთაძემ გადასცეს.

14721620_1489534637729238_7018199934555264208_n“ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი ის იყო, რომ მონაწილეების თქმით კურსი არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლო იყო. ამ კომენტარში ჩემთვის მნიშვნელოვანი აზრი და შინაარსი დევს. ჩვენი მთავარი მიზანი ის იყო, რომ კურსი მსმენელთათვის არა მხოლოდ თეორიულად ყოფილიყო საინტერესო, არამედ პრაქტიკაში გამოსაყენებელიც. ვეცადეთ მათ ამ საკითხების პრაქტიკული შესაძლებლობები დაენახათ. თუკი ამას მივაღწიეთ, ეს ძალიან დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს,-განუცხადა ირინა ხანთაძემ EDU.ARIS.GE-ს.

მისივე თქმით, არაფორმალური განათლების განვითარების კუთხით ორგანიზაცია მუშაობას სამომავლოდაც გეგმავს. ამბობს, რომ ეს თემა მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა. CTC არაფორმალურ განათლებას უკვე მრავალი წელია სხვადასხვა ფორმით უჭერს მხარს. არაერთ სასწავლო პროგრამას ახორციელებს.

“ზრდასრულთა არაფორმალური განათლების განვითარებისადმი ინტერესი მზარდია როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან. ეს სახელმწიფოს პრიორიტეტი ხდება. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორი მომსახურების მიწოდება შეუძლიათ პროვაიდერებს. არაფორმალური განათლების, როგორც სისტემისა და სფეროს განვითარება მათ სიცოცხლისუნარიანობაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული. ამიტომ, ვფიქრობ ამ მიმართულებით ჩვენ ძალისხმევას გავაორმაგებთ, რათა არაფორმალური განათლების მიმწოდებლებმა გამოწვევებს ჯეროვნად უპასუხონ,”-დასძინა ირინა ხანთაძემ.

15749007_1446283385404492_1933207641_oარასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“ ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებიდან, რომელთაც ტრენინგი წარმატებით გაიარეს და სერტიფიკატიც მიიღეს. ორგანიზაციის დამფუძნებელი ნინო თოდუა ტრენინგს უმნიშვნელოვანესს და საჭიროს უწოდებს. ამბობს, რომ მსგავსი წამოწყებები არა მხოლოდ სფეროს, არამედ ქვეყნის განვითარებასაც უწყობს ხელს.

“ეს ათდღიანი ტრენინგი ძალიან მსუყე იყო. ძალიან ბევრ თემას შევეხეთ. ისეთ თემებს როგორიცაა სტრატეგიული განვითარება, ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგული კომუნიკაცია და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან ნაყოფიერი იყო. გვქონდა როგორც თეორიული მასალა, ისე პრაქტიკული სავარჯიშოები. რაც ყველაზე საინტერესოა, ბოლოს გამოცდა გვიარეთ და სერტიფიკატი მისი წარმატებით დასრულდების შემდეგ მივიღეთ.

15785368_1446283388737825_1069079223_o„CTC–ს დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ დამწყებ და პატარა ორგანიზაციებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ. ეს ტრენინგი იმ მხრივაც იყო სასარგებლო, რომ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები გავიცანით, რომლებიც  სწორედ იმ თემებზე მუშაობენ, რაზეც ჩვენ – ყველანი არაფორმალურ განათლებას ვემსახურებით. ეს ნაცნობობა ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობისათვის“, – გაღნიშნა ნინო თოდუამ.

მონაწილეები დრწმუნებულები არიან, რომ მიღებულ ცოდნას საკუთარ ორგანიზაციებში წარმატებით და ეფექტურად დანერგავენ.

უფასო ტრენინტგ-კურსი არაფორმალური განათლების მიმწოდებელი ორგანიზაციებისათვის

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური