GE

ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებში ცვლილებები განხორციელდა

ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებში ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციასა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

გთავაზობთ ცვლილებათა ჩამონათვალს:

1. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 3 თვით ადრე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ცენტრს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელების თხოვნით. მოსამზადებელ ვიზიტს აქვს საკონსულტაციო ხასიათი და შეეხება: ა) თვითშეფასების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას; ბ) საავტორიზაციო ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებას; გ) ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების განმარტებას;

2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში უსდ-ს ავტორიზაციის პროცესში სავალდებულო გახდა საერთაშორისო ექსპერტისა და სტუდენტის მონაწილეობა;

3. განახლდა აკრედიტაციის პროცესი, დაემატა მნიშვნელოვანი ეტაპები;

4. სტუდენტის მონაწილეობა სააკრედიტაციო ვიზიტებში გახდა სავალდებულო;

5. განისაზღვრა უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების წესი;

6. განისაზღვრა აკრედიტებულ პროგრამაში სააკრედიტაციო პერიოდში განსახორციელებელი ცვლილებების ფარგლები.

დეტალური ინფორმაცია ცვლილებების შესახებ იხილეთ დანართებში:

დანართი 1

დანართი 2

უნივერსიტეტები, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 1 წლით გაუხანგრძლივდა – სიები

თამარ სანიკიძე: „რეორგანიზაცია აუდიტის დასკვნის გამო არ განხორციელებულა“

რა სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ უმაღლეს სასწავლებლებს ავტორიზაციის გასავლელად

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური