GE

აწერიებს თუ აწერინებს? აშენებიებს თუ აშენებინებს? ვახატიებ თუ ვახატვინებ?

გრამატიკულ ცნობარში კონტაქტის რაობასა და მართლწერას მიმოვიხილავთ.

კონტაქტი ზმნის ფორმაა, რომელიც გვიჩვენებს, სუბიექტი უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე თუ სხვა პირის მეშვეობით. მაგალითად, ზმნაში ხატავს ( ის მას) სუბიექტი ( ის) პირდაპირ, უშუალოდ მოქმედებს ობიექტზე ( მას). ხოლო ზმნაში ახატვინებს ( ის) – სუბიექტი ირიბი ობიექტის მეშვეობით მოქმედებს (ის ახატვინებს მხატვარს სურათს);

აქედან გამომდინარე, კონტაქტი არის ან უშუალო ან შუალობითი.

შეცდომების უმრავლესობა შუალობითი კონტაქტის გამოყენების დროს გვხვდება.

იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ შეცდომებისგან, საჭიროა დავიმახსოვროთ შუალობითი კონტაქტის ნიშნები:

-ინ და – ევინ

სწორედ ამ ნიშნების დართვით უნდა ვაწარმოოთ შესაბამისი ზმნა.

შუალობითი კონტაქტის ფორმებში ორივე მაწარმოებელი სრულად უნდა დაიწეროს!

შესაბამისად, სწორია:

აწერინებს ( და არა აწერიებს)

ვახატვინებ ( და არა ვახატიებ)

აშენებინებს ( და არა აშენებიებს)

არასწორია: აშენებიებს, ვახატიებ, აწერიებს, აშლევიებს, დააწერია

სწორია: აშენებინებს, ვახატვინებ, აწერინებს, აშლევინებს, დააწერინა

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური