GE

აწსუ-ის გუნდებმა პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი ჩატარდა, რომელშიც უმაღლესი სასწავლებლების 14 გუნდი იყო ჩართული. ჩემპიონატში სკოლის მოსწავლეთა 3 გუნდი კონკურსგარეშე მონაწილეობდა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

გუნდების შემადგენლობა ასეთია: Kutaisi ATSU 1: ალექსანდრე დგებუაძე, ტარიელ ფანჩულიძე, დიმიტრი ჯანგველაძე. Kutaisi ATSU 2: ბუბა ბუბაშვილი, ლუკა ჩაკვეტაძე, აჩი ჯინჯიხაძე.

პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი 7 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm