GE

აწსუ-ის სტუდენტი, მორაგბე ლაშა ფხაკაძე, სპორტულ კარიერიას საფრანგეთში გააგრძელებს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი, რაგბის კლუბ ,,აიას“, U18 ნაკრების წევრი ლაშა ფხაკაძე სპორტულ კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს. შეთავაზება მან კლუბ “ნევერსიდან” მიიღო.

,,მოხარული ვარ, რომ ჩემით ფრანგული კლუბი დაინტერესდა. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობა მექნება კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მივიღო, უმაღლეს გუნდებში ვითამაშო და რაც მთავარია ამით კიდევ უფრო გაიზრდება ჩემი შანსები მოვხვდე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რაც ჩემთვის განსაკუთრებით დიდი პატივი იქნება”,- აღნიშნა ლაშა ფხაკაძემ.

მისთვის გასული წელი რაგბიში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ფრანგული კლუბი ახალგაზრდა სპორტსმენით U18 ნაკრებში ჩატარებული მატჩების შედეგად დაინტერესდა.

ლაშა ფხაკაძე საფრანგეთში უახლოეს დღეებში გაემგზავრება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm