GE

აწსუ-ის სტუდენტმა რაგბში U18-ის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო

გაიცანით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი, რაგბის კლუბ ,,აიას“, U18 ნაკრების წევრი, ლაშა ფხაკაძე.

რაგბში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ახლახანს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 17 წლის სპორტსმენისთვის ეს პირველი უდიდესი წარმატებაა.

,,მიხარია, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს ჩემთვის პირველი განსაკუთრებული გამარჯვებაა, თუმცა ყველა მატჩი განსაკუთრებულია, როცა ვთამაშობ. სპორტსმენისათვის ყველა შეჯიბრება მნიშვნელოვანია“.

ლაშა მეორე კლასში იყო, როცა რაგბით დაინტერესდა. მაშინც ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ბავშვური გატაცება დიდი სპორტული ცხოვრებისკენ მიმავალი გზის დასაწყისი იყო. ახლა მიზანი აქვს. საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი უნდა გახდეს.

,,სამომავლოდ, მინდა საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. მანამდე კი U20-ში ვიქნები. 20 წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. იმედი მაქვს, რაგბის გულშემატკივრების გახარებას არაერთხელ შევძლებ“.

ლაშა ფხაკაძე სპორტული კარიერის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავს. 17 წლის სპორტსმენით ფრანგული კლუბები დაინტერესდნენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლაშა ფხაკაძესა და რაგბში საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებს ულოცავს ევროპის ჩემპიონატში ბრწყინვალე გამარჯვებას და უსურვებს სამომავლო წარმატებებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური