GE

აწსუ-ს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ

ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა 23 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრას ქუთაისსა და ზუგდიდში მდებარე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სტანდარტების სწორად დანერგვა და განხორციელება უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხარისხის მკვეთრ ზრდას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ დანერგვას წინ უძღოდეს ხელშემწყობი ღონისძიებები. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის არსებობის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ის დაწესებულებებს მხარდამჭერი ღონისძიებების გატარებას სთავაზობს”, – განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ.

ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ და დაწესებულებების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და მათი დანერგვის გზები.

საინფორმაციო შეხვედრისა და პრეზენტაციების შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური