GE

აწსუ-სა და საქართველოს შსს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

10 მარტს აწსუ-ის სამკითხველო დარბაზში, გაიმართა სსიპ საქართველოს შსს აკადემიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ცერემონია.

შსს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე შეხვდა აწსუ-ის სტუდენტებს.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მომზადებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეძღვნება 1956 წლის 9 მარტის მოვლენების ოფიციალურ ქრონიკას, თვითმხილველთა მოგონებებს, საიდუმლო შიფრტელეგრამებს, 9 მარტის შემდგომ რეპრესიებს, სისხლის სამართლის საქმეს მე-11 კლასელი ლიდერების (ზ. გამსახურდია, მ. კოსტავა და სხვ.) მიმართ, დაჭრილებისა და გარდაცვლილების სიებს, უნიკალურ ფოტოდოკუმენტურ მასალას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური