GE

ჩემი წიგნი  – რუბრიკის სტუმარია ელდარ შენგელაია

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რომელი წიგნით დავიწყოთ და რა აყვარებს ადამიანს კითხვის პროცესს. მოზარდების, ახალგაზრდებისა და უბრალოდ ჩვენი მკითხველისთვის წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად შექმნილი რუბრიკის „ჩემი წიგნი“ სტუმარია რეჟისორი ელდარ შეგელაია:

რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხეთ და რა შთაბეჭდილება მოახდინა მან თქვენზე?

-პირველად ქართული ზღაპრები წავიკითხე, უფრო სწორად რომ გითხრათ, წამიკითხეს, რადგან ბავშვი ვიყავი და კითხვა არ შემეძლო. შემდეგ უკვე კითხვის სწავლასთან ერთად დავიწყე სხვადასხვა ჟანრისა და ლიტერატურის კითხვა. ჩემზე დღემდე ახდენს გავლენას ვაჟა-ფშაველას წაკითხვა. მას არაერთხელ მივბრუნებივარ და ყოველ ჯერზე ახალი განცდებით დამისრულებია. დღეს წიგნს ცოტა თუ კითხულობს. ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად „ფეისბუკსა“ და ტელევიზორზეა დამოკიდებული. მათ ვურჩევ, უმჯობესია წიგნები წაიკითხონ, იმიტომ რომ, დიდ კლასიკოსებს ისეთი მუდმივი თემები და აზრები აქვთ თავიანთ ნაწარმოებებში ჩადებული, რომლებიც ახალგაზრდებს ერთგვარად გაზრდის და სხვანაირად შეხედავენ ქვეყანას და თავსაც კი.

 მაშ ასე, Aris.ge-განათლება გთავაზობთ ელდარ შენგელაიას მიერ შემოთავაზებულ საკითხავი ლიტერატურისა და ავტორების სიას:

  • ილია ჭავჭავაძე, როგორც პროზა, ისე პოეზია.
  • ვაჟა-ფშაველა
  • გალაქტიონ ტაბიძე
  • იაკობ გოგებაშვილი
  • ალექსანდრე დიუმა
  • ონორე დე ბალზაკი
  • ანტონ ჩეხოვი
  • ლევ ტოლსტოი
  • თედორე დოსტოევსკი
  • ალექსანდრე პუშკინი
  • მიხეილ ლერმონტოვი

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია თემურ ჩხეიძე

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია რობერტ სტურუა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გიორგი შენგელაია

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გელა ჩარკვიანი

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ვლადიმერ (ლადო) პაპავა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია მზექალა შანიძე

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური