GE

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია თემურ ჩხეიძე

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რომელი წიგნით დავიწყოთ და რა აყვარებს ადამიანს კითხვის პროცესს. მოზარდების, ახალგაზრდებისა და უბრალოდ ჩვენი მკითხველისთვის წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად შექმნილი რუბრიკის „ჩემი წიგნი“ სტუმარია რეჟისორი თემურ ჩხეიძე

-რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხეთ?

-ნამდვილად არ მახსოვს რომელი იყო პირველი წიგნი. ერთი რაც მახსოვს ისაა, რომ არავინ არ მაძალებდა კითხვას. ჩემ გარშემო ყველა კითხულობდა და ხომ იცით, ბავშვი უფროსებს ბაძავს და ამიტომ როდის და რითი დავიწყე კითხვა არ მახსოვს. ყველა ჩემ გარშემო, ჩემთვის შეუმჩნევლად, ხელს უწყობდა ამ პროცესს. ეს იქნებოდა ბაბუაჩემი, ორივე ბებია თუ მამიდაჩემი, რომელიც ლიტერატორი იყო და სწორედ მან გამიჩინა ენის სისუფთავისადმი ლტოლვა, როგორ უნდა მეხმარა სწორად სიტყვა და ტაქტიანად ცდილობდა სიტყვის ფასი მცოდნოდა. დღეს თავის ჩამოხრჩობა მინდა ისეთი ქართული მესმის ყველა კუთხიდან. მგონია, რომ თვითლიკვიდაციისკენ ერთ-ერთი გზაა ენის ასეთ დღეში ჩაგდება.

თემურ ჩხეიძის თქმით, ქართული ლიტერატურის მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო და ბევრი ისეთი წიგნი აქვს ადრეულ ასაკში წაკითხული, რომლის წაკითხვაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკრძალულიც იყო, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება.

რეჟისორი Aris.ge-განათლების მკითხველს იმ წიგნებს სთავაზობს, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:

  • სახარება
  • ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელი“
  • თეოდორ დოსტოევსკის შემოქმედება
  • ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატი“
  • ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება
  • მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებები

„გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ავტორებისა და ნაწარმოებების შემიძლია გავიხსენო კონსტანტინე გამსახურდია, რომლის მთელი სიმდიდრე ძალიან გვიან გავიგე და შევიმეცნე. საერთოდ კითხვა ახდენდა ჩემზე ძალიან დიდ გავლენას. მე დღემდე რამდენიმე წიგნს ერთად ვკითხულობ ასეთი ჩვევა მაქვს. ბოლოს სიამოვნებით აკა მორჩილაძის „ჩრდილი გზაზე“ და „ქართულის რვეულები“ წავიკითხე. რიგი თავები რამდენიმეჯერაც გადავიკითხე“.

რეჟისორის აზრით, საზოგადოდ რთულია იმის თქმა, კითხულობენ თუ არა დღეს.

„ჩემი შვილიშვილები თითქოს კითხულობენ, არ ვიცი. ჩემი სტუდენტები მე მგონი კითხულობენ. ბევრი ისეთი საინტერესო რამ მოაქვთ ჩემთან, მაცნობენ ისეთ რამეებს, რაც მე გამომეპარა, რომ ე.ი. რაღაც შეხება აქვთ წიგნებთან“, – ამბობს თემურ ჩხეიძე.

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია რობერტ სტურუა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გიორგი შენგელაია

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გელა ჩარკვიანი

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ვლადიმერ (ლადო) პაპავა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია მზექალა შანიძე

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური