ელექტრონული ბიბლიოთეკა Oxford Scholarship Online
წვდომა ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე უზრუნველყოფილია 2013 წლის ჩათვლით.
Oxford Scholarship Online შეძენა განხორციელდა ტემპუსის პროექტის “სამოდელო სადოქტორო სკოლების განვითარება უკრაინასა და საქართველოში” (კოორდინატორი ქეთევან გურჩიანი) ფარგლებში.
Oxford Scholarship Online თავის მომხმარებელს სთავაზობს ოქსფორდის უნივესიტეტის მიერ გამოცემული წიგნების ელექტრონულ ვერსიებს. Oxford Scholarship Online ამჯერად მოიცავს 4500-მდე წიგნს. ყოველ წელს Oxford Scholarship Online ემატება 500-მდე ახალი ელექტრონული წიგნი. მძლავრი საძიებო სისტემის და მოსახერხებელი კონტექსტური მენიუს დახმარებით მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად მოიძიოს და გამოიყენოს მისთვის საინტერესო მასალა, სურვილისამებრ ჩამოტვირთოს, ამობეჭდოს ან ონლაინ რეჟიმში წაიკითხოს წიგნები.
Oxford Scholarship Online დარგობრივი კოლექციები:
ბიოლოგია
ბიზნესი და მენეჯმენტი
კლასიკური ფილოლოგია
ეკონომიკა და ფინანსები
ისტორია
სამართალი
ლინგვისტიკა
ლიტერატურა
მათემატიკა
მუსიკა
ნეირომეცნიერებები
ფილოსოფია
ფსიქოლოგია
ფიზიკა
საჯარო ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია
პოლიტიკური მეცნიერებები
რელიგია
სოციალური სამუშაო
Oxford Scholarship Online ელექტრონული ბიბლიოთეკის გამოყენება შესაძლებელიაროგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრციდან, ასევე ნებისმიერი სხვაწერტილიდან კორპორატიული ელექტრონული ფოსტის მქონე პირებისათვის.
- ილიაუნიში საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“ გაიმართა by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- „გააძლიერეთ კავშირი უნივერსიტეტთან“ – ილიაუნის კანცლერის რჩევები პროფესიული განვითარებისთვის by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ნინო დობორჯგინიძე 1978 წლის 14 აპრილის ქრონიკას იხსენებს (ვიდეო) by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი