GE

ეროვნული ოლიმპიადის II ტურის შედეგები და III ტურში გადამსვლელი ქულები – როგორ გავაპროტესტოთ შედეგი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. მოსწავლეს შეუძლია გააპროტესტოს მიღებული ქულა და სააპელაციო განაცხადი 2 თებერვლის 10:00 საათიდან 3 თებერვლის 18:00 საათამდე წარადგინოს.

გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-სა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.

ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge – იმისათვის, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციებს მიეცეს მსვლელობა, განაცხადის ფორმა უნდა იყოს შევსებული, ხელმოწერილი და დასკანერებული.

სააპელაციო განაცხადის ფორმა

საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი. შესაბამისად, აპელაციის შემდეგ მესამე ტურში გადამსვლელი ქულები შესაძლებელია შეიცვალოს.

მოსწავლეს მიღებული შედეგის ნახვა იდენტიფიკაციის გავლის შემდეგ შეუძლია. „ნაეკი“ ასევე აქვეყნებს მესამე ტურში გადამსვლელთა და მაქსიმალურ ქულებს საგნების მიხედვით:

შედეგები

მესამე ტურში გადამსვლელი ქულები

მაქსიმალური ქულები საგნების მიხედვით

მეორე ტურში გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური