GE

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნების ვადა და მეორე ტურის გამართვის თვე ცნობილია

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური იანვარში გაიმართება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც პირველ ტურში დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტს და ამასთან ერთად, მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1 000 მოსწავლეს შორის.

გამოცდების ცენტრის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის დღეს, 13 დეკემბერს მოწოდებული ინფორმაციით, პირველ ტურში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 1 440-მდე სკოლის 31 900-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა, რომელთაგან ტესტირება მოსწავლეთა 74%-მა გაიარა.

„პირველი ტურის საბოლოო შედეგები უახლოესი დღეების განმავლობაში გამოქვეყნდება. საკუთარი შედეგის ნახვა მოსწავლეს პირადი ნომრით შეეძლება ვებგვერდზე: online.naec.ge. რეიტინგულ სიას კი ცენტრი განათავსებს სპეციალურ პროგრამაში, რომელზე წვდომაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას ექნება”, – აღნიშნულია „ნაეკის“ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება.

ასევე იხილეთ:

2021 – 2022 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის მაქსიმალური ქულები გამოქვეყნდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური