ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 დაიწყო
2026 წლის ზაფხულის გამოცდები დღეს, 2 ივლისს, აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. ამ წუთებში აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებში (საჯარო სკოლების შენობები) მიმდინარეობს. ზუსტად 09:00 საათზე კი გამოსაცდელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის წერას დაიწყებენ, რომელიც დღეს ორ სესიად ჩატარდება (დილასა და შუადღეს) და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორ უნდა მივიდეთ ჩვენს საგამოცდო ცენტრთან – 2026 წლის ზაფხულის გამოცდების მარშრუტები და ცენტრები
2026 წელს საგამოცდო ცენტრები გახსნილია 12 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
2026 წლის ზაფხულის გამოცდების განრიგი ყველა მონაწილისათვის
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2025
რაც შეეხება ზაფხულის გამოცდებში მონაწილე აპლიკანტების საერთო რაოდენობას, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად წელს 83 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. აქედან 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია; 10 000-ზე მეტი საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველი. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 29 000-ზე მეტი აპლიკანტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში კი, რომელიც წელს გვიან გამოცხადდა, EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, სულ 700 სტუდენტია რეგისტრირებული.
როგორი ამინდი ელით ზაფხულის გამოცდების მონაწილეებს ივლისის თვეში – სინოპტიკოსების პროგნოზი
22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.
EDU.ARIS.GE წარმატებებს უსურვებს გამოცდების თითოეულ მონაწილეს და ეცდება, ყოველდღიურად მოგაწოდოთ საჭირო და საინტერესო ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის შესახებ თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ასევე იხილეთ:
არის თუ არა პრობლემა აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი ბავშვობის ფოტო? – NAEC-ის პასუხი
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
მთავრობის დავალება – განათლების სამინისტრო მასწავლებელთა STEAM ბანაკისთვის ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს დააფინანსებს
by ARIS.GE-განათლება
-
„ვეფხისტყაოსანი“ აუცილებლად მოვა, რადგან ის ყოველ წელს არის გამოცდებზე“ – 5 მთავარი გზავნილი აბიტურიენტებს გამოცდის წინ
by რჩევები
-
როდის, სად და როგორ გაიგებენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს და როგორ უნდა გაასაჩივროთ მიღებული ქულა
by ARIS.GE-განათლება