GE

„ევროპის უნივერსიტეტი“ და საფრანგეთის საელჩო საქართველოში აცხადებენ ესეების კონკურსს თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“

2021 წლის 1-ლ თებერვალს 11 საათზე “ევროპის უნივერსიტეტში” საფრანგეთის ელჩის ბ-ნი დიეგო კოლასისა და “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორის ქ-ნი ნინო ტალიაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

“ევროპის უნივერსიტეტი” და საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ევროპის დღეები 2021-ის ფარგლებში, აცხადებენ ესსეების კონკურსს თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“.

კონკურსის მიზანს წარმოადგენს, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური