„ევროპის უნივერსიტეტის“ ონლაინ ზამთრის სკოლის მონაწილეებს კარლ ჰარცელი, არჩილ თალაკვაძე და დავით ზალკალიანი მიმართავენ
“ევროპის უნივერსიტეტი” ონლაინ ზამთრის სკოლას “ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: საქართველო და ევროკავშირი“ იწყებს.
გახსნის ღონისძიება ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება და მონაწილეებს “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ნინო ტალიაშვილი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიმართავენ.
ზამთრის სკოლის მონაწილეები “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორებისგან ინტერაქციულ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თემატური საკითხების, საქართველოს ევროპული საგარეო და რეგიონული პოლიტიკის, ევროპეიზაციის თანამედროვე გამოწვევების შესახებ.
ზამთრის სკოლის დისკუსიებში ჩაერთვებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ლიდერები და დარგის სპეციალისტები.
ზამთრის სკოლა “ევროპის უნივერსიტეტის” ორგანიზებით იმართება, რომელმაც ერასმუს პლიუსის ჟან მონეს პროგრამის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში (მოდულის N: 620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE). აღნიშნული მოდული ასევე ითვალისწინებს აკადემიური გუნდის მიერ კვლევის ჩატარებას და კონფერენციის გამართვას.
- “ევროპის უნივერსიტეტში” მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ესეების კონკურსის – “ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!” დაჯილდოება გაიმართა by ევროპის უნივერსიტეტი
- “ევროპის უნივერსიტეტში” ევროპარლამენტის ყოფილი წევრის ჰანს-იურგენ ზახორკას საჯარო ლექცია გაიმართა by ევროპის უნივერსიტეტი
- “ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია – „ევროპული ღირებულებების სამართლებრივი შედეგები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“ გაიმართება by ევროპის უნივერსიტეტი