„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ფერერას უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტისა” და “ფერარას უნივერსიტეტის” (ფერარა, იტალია) ერთწლიანი თანამშრომლობა, მხარეებმა ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების გაფორმებით განამტკიცეს.
მემორანდუმის თანახმად, აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას დაგეგმონ ერთობლივი კვლევითი პროექტები და სამეცნიერო ინიციატივები, შეიმუშაონ ერთობლივი აკადემიური პროგრამები, გცვალონ სტუდენტები და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი და სხვ.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმების ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტი” თანამშრომლობს ევროპის ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორიცაა: სდა ბოკონის მენეჯმენტის სკოლა (იტალია), მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი), მალაგას უნივერსიტეტი (ესპანეთი), ანგლია რუსკინის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და სხვა.
- “ევროპის უნივერსიტეტში” მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ესეების კონკურსის – “ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!” დაჯილდოება გაიმართა by ევროპის უნივერსიტეტი
- “ევროპის უნივერსიტეტში” ევროპარლამენტის ყოფილი წევრის ჰანს-იურგენ ზახორკას საჯარო ლექცია გაიმართა by ევროპის უნივერსიტეტი
- “ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია – „ევროპული ღირებულებების სამართლებრივი შედეგები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“ გაიმართება by ევროპის უნივერსიტეტი