GE

ფინანსთა სამინისტროს პასუხი წარჩინებულ მოსწავლეთა კომპიუტერების დაგვიანებაზე და განათლების სამინისტროს პასუხები მშობელს

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, წარჩინებული მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სასაჩუქრე კომპიუტერების შესყიდვის საკითხი ბოლო ორი წელია პრობლემურია, თუმცა თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებულია.

ამის შესახებ მან, 14 ივნისს, პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხი წარადგინა. მინისტრის მოადგილეს აღნიშნულ თემაზე შეკითხვა „სტრატეგია აღმაშენებლის„ წარმომადგენელმა ნანა ტოხვაძემ დაუსვა.

„კარგად ვიცი ეს თემა მედლებიც და წარჩინებული მოსწავლეების კომპიუტერები. გასულ წელს საერთოდ პრობლემური იყო კომპიუტერების შესყიდვა და წელსაც პრობლემაა. გასულ წელს საერთოდ ანომალია ხდებოდა, ძალიან დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, თუმცა იგივე მედლების ნაწილში წელს უკვე სრულად მოხდება შესაბამისი შესყიდვების განხორციელება. წარჩინებული მოსწავლეების კომპიუტერებიც წლევანდელ ბიუჯეტში სრულად არის გათვალისწინებული, უფრო სწორად, ფინანსები დასამატებელი იქნება, ვინაიდან გაძვირდა და უფრო მეტის გადახდა გვიწევს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვლილების გამო, კომპიუტერების შესყიდვისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტში 15 მილიონ ლარის დამატება უხდება.

წარჩინებულთათვის კუთვნილი საჩუქრის გადაცემის დაგვიანების თემაზე ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია. 14 ივნისს, EDU.ARISGE-ს წარჩინებული მოსწავლის ოჯახის წევრი დაუკავშირდა და იმის შესახებ უამბო, თუ რა პასუხი გასცა სამინისტრომ კუთვნილი კომპიუტერის მიღების ვადებთან დაკავშირებით:

სამინისტროს განმარტებას, რომელმაც ჩვენი რესპონდენტის გაღიხიანება უცვლელად გთავაზობთ:

“ვწუხვართ, ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ ძალიან შეაფერხა ბევრი პროცესი. კომპიუტერს ყველა წარჩინებული მოსწავლე მიიღებს, თუმცა მომდევნო სასწავლო წლის განმავლობაში”.

სწავლის დაწყების დღეს, 2021 წლის პირველკლასელებმა შესაძლოა, ბუკები ვერ მიიღონ – „მოწოდება საკმაოდ შეფერხებულია“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური