GE

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ილიაუნის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური კონკურსი – იდეათონი „პროფესიას არ აქვს სქესი“

11 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ილიაუნის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური კონკურსი – იდეათონი „პროფესიას არ აქვს სქესი“– აღმოვაჩინოთ ახალი ადამიანები ტექნოლოგიებში.

იდეათონის მიზანი ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამებსა და ბიზნესში ქალების ჩართულობის გაზრდა იყო.

მონაწილეები ჯგუფებად გადანაწილდნენ და პროფესიონალი ინსტრუქტურებისა და გენდერის ექსპერტების მეთვალყურეობით იმუშავეს ინოვაციურ და გენდერულად მგრძნობიარე იდეებსა და სტრატეგიებზე.

სპეციალური სალექციო სესიის შემდეგ ჯგუფებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ჟიურის წევრებმა ოთხი გამარჯვებული ჯგუფი გამოავლინეს და მათ პროექტის პარტნიორებმა – სილქ ნეტმა, დიომ, UN women-მა, კომპანია დასტამ და აჭარა ჯგუფმა – სპეციალური პრიზები გადასცეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური