GE

გაიწერა მოსწავლისადმი იმ სკოლის ვალდებულება, რომელსაც გაუუქმდება ან უარს მიიღებს ავტორიზაციაზე

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა და მას ახალი პუნქტი დაემატა.

კერძოდ, განისაზღვრა, რომ სკოლა, რომელსაც უარი ეთქვა (მომავალში დადგება ამ ფაქტის წინაშე ავტ.) ავტორიზაციაზე ან გაუუქმდება ავტორიზაცია, ვალდებულია იმ მოსწავლის პირადი საქმე, რომლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 10 სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა სკოლას მობილობის თხოვნით, გადასცეს იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის სკოლა, რომელსაც უარი ეთქვა ავტორიზაციაზე ან გაუუქმდა ავტორიზაცია, ხოლო მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული პირადი საქმე შემდგომ გადაეცემა იმ სკოლას, სადაც მოსწავლე განაგრძობს სწავლას და აღუდგება სტატუსი.

რას გააკონტროლებს სკოლის ავტორიზაციის პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ვინ შეამოწმებს მის მუშაობას

როგორც ცნობილია, მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა სკოლას მობილობის მოთხოვნით, ასეთ შემთხვევაში მას უფლება აქვს აღიდგინოს მოსწავლის სტატუსი.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებს უფლება მიეცათ საგანმანათლებლო საქმიანობა წარმართონ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე უნდა დასრულდეს ავტორიზაციის ეტაპობრივი პროცესი.

ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნოდარ პაპუკაშვილი, დღეს, 27 ივნისს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.

ამავე თემაზე:

საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლი სკოლების საავტორიზაციო პროცესშიც იზრდება

„მიმდინარეობს კონცეფციის შემუშავება – საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლის გააზრება და გაძლიერება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური