გაიზრდება თუ არა მინიმალური ზღვარი ამა თუ იმ საგანში – 2026 წლის აბიტურიენტებს NAEC-ის დირექტორი პასუხობს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) დირექტორის, თამარ მემანიშვილის განცხადებით, აბიტურიენტებისთვის, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცვლელი დარჩება.
როგორც თამარ მემანიშვილმა გუშინ, 17 მარტს, სატელევიზიო ეთერში საუბრისას აღნიშნა, საგამოცდო ტესტები, სირთულის მიხედვით, წინა წლისგან განსხვავებული არ იქნება.
„ძალიან ხშირად შემოდიოდა ჩვენთან კითხვები ცხელი ხაზის მეშვეობით – ხომ არ გართულდა ტესტები, ხომ არ გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგანში. ამ ნაწილში ცვლილება არ განხორციელებულა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგანში რაც იყო, ისევ იგივე დარჩა და სირთულის მხრივ, არც წლევანდელი ტესტები იქნება განსხვავებული წინა წლისგან“, – განაცხადა NAEC-ის დირექტორმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.
მისივე განმარტებით, წელს, აბიტურიენტები რეგისტრაციას, მარტის ნაცვლად, აპრილში გაივლიან, ერთიანი ეროვნული გამოცდები კი კვლავ ივლისში ჩატარდება.
ასევე იხილეთ:
სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
ახალი საათობრივი ბადე და განათლების სამინისტროს მითითებები სკოლებს – ორი დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
ავარიულობის მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემდეგ, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია გამართეს
by ARIS.GE-განათლება
-
შეცვლის თუ არა მოსწავლეების შედეგებს მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები – სპეციალისტის მიგნებები
by ARIS.GE-განათლება