GE

განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროების რეფორმებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოსთვის სესხს გამოყოფს

საქართველოს პარლამენტის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის დღეს მიწოდებული ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა სარატიფიკაციო დოკუმენტი: „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ეკა გუნცაძის განცხადებით, პროგრამა ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას შემდეგ სექტორებში: განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა.

„სასესხო შეთანხმების საფუძველზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სესხის სახით 358, 500, 000 ევროს გამოყოფს. სესხის ხანგრძლივობა 27, 5 წელია“, – განაცხადა ეკა გუნცაძემ.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, პროგრამას ფინანსთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

ამავე თემაზე:

სკოლები თავიანთი შედეგების მიხედვითაც დაფინანსდებიან – რას გულისხმობს ახალი პროექტი

„სასკოლო სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი“ – რა უნდა გაკეთდეს განათლების რეფორმებისთვის მსოფლიო ბანკის დამტკიცებული ახალი, $ 400 მლნ-იანი პროგრამით

„ყველა სოფელში კარგი სკოლა ვერ გვექნება და ამას ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური