GE

განათლების მინისტრი შესაძლოა, გიორგი ვაშაკიძე გახდეს – „მიმართეთ პრეს-ცენტრს“

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, განათლების მინისტრის თანამდებობაზე მინისტრის მოადგილედ ცოტა ხნის წინ დანიშნული გიორგი ვაშაკიძე განიხილება.

ჩვენ საკითხის დასაზუსტებლად პირადად გიორგი ვაშაკიძეს დავუკავშირდით, მისი პასუხი კი ასეთი იყო: “პრეს-ცენტრს დაუკავშირდით”. ჩაკითხვაზე, შეეძლო თუ არა მას თავად დაედასტურებინა ან უარეყო მისი მინისტრად შესაძლო დანიშვნის ინფორმაცია, იგივე პასუხი მივიღეთ.

EDU.ARIS.GE– -ს განათლების სამინისტროს პრეს-ცენტრში განუცხადეს, რომ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს.

“ამ ინდორმაციას არც უარვყოფთ და არც ვადასტურებთ, დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი და გამოცხადდება ამის შესახებ”, – აღნიშნეს სამინისტროში.

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დღეს საკუთარი განცხადების საფუძველზე მინისტრის პოსტიდან გადადგა, რის შემდეგაც პარლამენტში არ გამორიცხავდნენ, რომ ამ თანამდებობაზე შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დანიშნულიყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური