განათლების მინისტრს 6 მოადგილე აღარ ეყოლება – ცვლილება დებულებაში
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეების რაოდენობა შემცირდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, 15 სექტემბერს გამოქვეყნებული დადგენილებიდან ირკვევა, სადაც ვკითხულობთ, რომ ცვლილება შევიდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულებაში.
„პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 3 მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი“.
გივი მიქანაძეს დღეს 4 მოადგილე ჰყავს:
აქამდე სამინისტროს დებულებაში ასეთი ჩანაწერი იყო – “მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 5 მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი“.
ასევე იხილეთ:
„იდეალური კანდიდატი ამ პოსტზე“ – განათლების ახალი მინისტრი გივი მიქანაძეა – ბიოგრაფია
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება
-
თეთრი პერანგების დღე 2026 – „ბოლო ზარი“, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
by ARIS.GE-განათლება
-
„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
by ARIS.GE-განათლება