GE

განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირებაზე მსოფლიო ასოციაციის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცის წარმომადგენლები განათლების მინისტრის მოადგილეს თემურ მურღულიას შეხვდნენ. მხარეებმა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის ბოლოს თემურ მურღულიამ განაცხადა, რომ მოისმინა ძალიან საინტერესო წინადადებები, თუმცა სამინისტრო გრიფირების წესის შეცვლას არ აპირებს.

“მე არ მომისმენია პრეტენზიები, მე მოვისმინე ძალიან საინტერესო წინადადებები. ჩვენ არ ვარღვევთ გამომცემლების უფლებებს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ არსებობს სხვადასხვა მოდელები, რომლებიც უმჯობესია იქნას გამოყენებული, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ იმ მოდელს, რაც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. შეხვედრაზევე გაირკვა, რომ გამომცემელთა ნაწილი მანიპულირებს ქვეყანაში არსებული ყველა გამომცემლის სახელით. სტუმრებს ავუხსენით, რომ არიან მაღალი რანგის პროფესიონალები, რომლებსაც სურთ სახელმძღვანელოების გამოცემა. ჩვენ შევთანხმდით, რომ თავისუფალი კონკურენცია არის მთავარი იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს კარგი სახელმძღვანელოები ჰქონდეთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ EDU.ARIS.GE– სთან საუბარში.

ამავე თემაზე:

სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის რეკომენდაციები განათლების სამინისტროს

განათლების სამინისტრომ სასკოლო წიგნების გამომცემლებთან მიღწეული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროვა

ბუბა კუდავა: „განათლების სამინისტრო ძალადობრივი გზით გვართმევს ინტელექტუალურ საკუთრებას“

სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებმა განათლების სამინისტროში შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

სკოლებში 2017–18 სასწავლო წელსაც ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან – „მე და საზოგადოების“ სწავლება გადაიდო

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური