GE

განათლების სამინისტრომ პროფსასწავლებლებში სწავლის მსურველთა რეგსიტრაციის ვადები დაამტკიცა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2015 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის მიზნით, აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადები დამტკიცდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, აპლიკანტთა რეგისტრაცია 2015 წლის 14 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

რაც შეეხება სარეგისტრაციო პროცედურებს, როგორც Aris.ge – განათლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა ტერიტორიულ რესურსცენტრებში, თავად პროფსასწავლებლებში და საინფორმაციო ცენტრებში შეეძლებათ. საინფორმაციო ცენტრები გახსნილია თბილისში, ბათუმსა და ქობულეთში.

იხილეთ მინისტრის ბრძანება

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური