GE

განათლების სფერო  საქართველოში  ყველაზე დაბალშემოსავლიანია

საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროში დასაქმებულებს აქვთ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2000 წლიდან მოყოლებული 2015 წლის ჩათვლით საგანმანათლებლო საქმიანობით დაკავებულთა ხელფასი, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში, სხვა დარგებთან შედარებით უმეტეს შემთხვევაში დაბალია.

განათლების კუთხით მომუშავეთა ყოველთვიური საშუალო ანაზღაურება 2015 წლის მონაცემებით 467.7 ლარს შეადგენს და დაახლოებით 100 ლარით მცირეა ვიდრე მის შემდგომ საფეხურზე მდგომ დარგში – სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა საშუალო შემოსავალი. 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ განათლებაში საშუალო ხელფასი (ისევე როგორც სხვა სფეროებში) 2000 წლიდან მოყოლებული 2015 წლამდე თითქმის ყოველწლიურად იზრდებოდა. 2000 წელს ეს თანხა თვეში 45,1 ლარს შეადგენდა, 2015 წელს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ – 467.7-ს.  გამონაკლისი მხოლოდ 2001 წელი იყო, როცა საშუალო თვიურმა ხელფასმა დაიკლო და 43, 4 ლარს გაუტოლდა.

ამ წლების განმავლობაში საგანმანათლებლო საქმიანობით დაკავებულთა  საშუალო ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, უმეტეს შემთხვევაში კი სწორედ ყველაზე დაბალი იყო. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში განათლება ყველაზე დაბალშემოსავლიანი სფეროა.

ყველაზე მაღალი შემოსავალი – თვეში საშუალოდ 3508.9 ლარი საფინანსო საქმიანობითა და უძრავ ქონებნასთან დაკავშირებული ოპერაციებით  დაკავებულებს აქვთ. მას თვიური 1485,1 ლარით ვაჭრობითა და რემონტით დაკავებული ადამიანები მოჰყვებიან. მესამე ადგილს 1342,7 ლარით სახელმწიფო მმართველობა იკავებს, მეოთხეს – 1024 ლარით -მშენებლობა, ხოლო ხუთეულს 988,7 ლარით ტრანსპორტისა დაკავშირგაბმულობის დარგი აგვირგვინებს.

აღსანიშნავია, რომ ზემოთმოყვანილი სტატისტიკა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებს ეხებათ. არასახელმწიფო სექტორის იგივე დარგებში  დასაქმებულთა მდგომარეობა უმეტესად უარესია. თუმცა არა განათლების მუშაკთა შემთხვევაში. როგორც  მონაცემები გვეუბნება, კერძო საგანმანათლებლო საქმიანობით დაკავებულთა ანაზღაურება   სახელმწიფოსთან შედარებით უფრო მაღალია. მაგალითად,  2015 წლის მდგომარეობით მათი ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 90 ლარით მეტი  იყო და 558.8 ლარს შეადგენდა.

საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო ხელფასების მატება 2017 წელს არ იგეგმება

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური