GE

„ღირს კი ნერვიულობა ძალის არმქონე ატესტატის გამო?“ – სკოლის მოსწავლე „თავისუფალ ტრიბუნაში“

EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის “თავისუფალი ტრიბუნა” სტუმარია სკოლის მოსწავლე ნიკა სუხაშვილი, რომელიც გამოცდების მნიშვნელობასა და ატესტატის “ძალაზე” საუბრობს:

“განათლების სისტემაში დღეს ერთ-ერთი აქტუალური თემა გამოცდები და მათი ფორმირებაა, რაზეც ყველა ჩვენგანს საკუთარი პირადი აზრი გააჩნია, ამიტომაც გადავწყვიტე, დამეფიქსირებინა საკუთარი შეხედულება ამ თემასთან მიმართებაში.

გამოცდა გვეხმარება თითოეული ჩვენგანის გონებაში წარმოებული მასალის შემოწმებასა და შეფასებაში, ესაა საგანმანათლებლო სისტემა, რომელსაც ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ერთ-ერთ, უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს. ჩემს ქვეყანაში რამდენიმე ტიპის გამოცდა ფუნქციონირებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხევაში მინდა ყურადღება გავამახვილო ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე (cat). მიმაჩნია, რომ დღეს ყველაზე მეტად აუცილებელ როლს მისაღები გამოცდები თამაშობს, რადგან გამოცდის ეს ტიპი სრულად გამოსახავს აბიტურიენტის შესაძლებლობებს: განათლების დონე, დამოუკიდებელი მსჯელობა, პირადი აზრი, ლოგიკა და სხვა… ერთი სიტყვით, ესაა გამოცდის ის ტიპი, რომელიც სრულადაა აღჭურვილი აბიტურიენტის ცოდნის ტრანსფერისთვის.

მაგრამ არ მესმის cat-ის გამოცდის პრინციპი, ვერ ვხვდები, თუ რას ემსახურება და რა დანიშნულების მატარებელია. რეალურად, მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ უსაფუძვლოდ შექმნილი გამოცდაა!რატომ? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია cat-ის გამოცდის საშუალებით მოსწავლეებს გადასცემენ ე.წ. ატესტატს, რომელიც აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ მოსწავლემ წარმატებით დაასრულა საგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა).

მიუხედავად კატის გამოცდის სიმარტივისა, ის სრულადაა ორგანიზებული, რაც მოსწავლეს უარყოფით ემოციებს უღვიძებს, ამ ყველაფერს თავად განვიცდი და ვიცი, რომ ამ უარყოფითი ემოციის მატარებელი მარტო მე არ ვარ. ახლა კი მიჩნდება კითხვა – ღირს კი ნერვიულობა ატესტატის გამო? ის ხომ უბრალო ქაღალდია, რომელიც არანაირი ძალის მატარებელი არ არის. ესაა ფურცელი, რომლითაც ვერც დასაქმდები და ვერც შენს ცოდნასა და მის სიმყარეს გაუსვამ ხაზს. მაგრამ, ამ შემთხვევაში მე ატესტატი მჭირდება, რადგან ზუსტად ატესტატი წარმოადგენს ჩემთვის უმაღლესი სასწავლებლისკენ მიმავალ გზას, მე ის მჭირდება.

ვფიქრობ, რომ Cat-ის გამოცდა არ მიეკუთვნება იმ გამოცდების რიცხვს, რომელიც უნდა ფუნქციონირებდეს, რადგან მას არანაირი მნიშვნელოვანი მონაცემის მოცემა არ შეუძლია. ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, მაშ რისი საშუალებით უნდა გაიცეს ატესტატი? მგონია, რომ ეს პასუხისმგებლობა სკოლას უნდა დაეკისროს, რადგან ნებისმიერმა საგანმანათლებლო დაწესებულება უფრო უკეთესად იცის ნებისმიერი ბავშვის შესაძლებლობები. დღეს ყველა ნიჭიერი ადამიანი აგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში, რადგან მათთვის ატესტატი უბრალო ქაღალდს წარმოადგენს ხოლო იმათ რა ქნან, ვისი ცხოვრებისეული გეგმებიც სასწავლებელზე არ გადის, ზოგს არ აქვს იმის განათლება, რომ თავისი ცოდნით შეეჭიდოს უმაღლეს სასწავლებელს და მიიღოს სრულყოფილი ცოდნა, ამიტომაც ასეთი ხალხი ძირითადად ირჩევს პროფ სასწავლებლებს, სადაც შეუძლია დაეუფ​ლონ ხელობას და საკუთარი ცხოვრება მათაც სრულყოფილად წარმართონ. ამით მე იმის თქმა მინდა, რომ განათლების სამინისტრომ ბევრ ისეთ საკითხს უნდა გადაავლოს თვალი, რომელიც დღეს განათლების სისტემაში ერთგვარ პრობლემას წარმოადგენს. მე მაიც მწყდება გული, რადგან ჩემი სათქმელი სრულყოფილად და ბოლომდე ვერ გადმოვეცი, მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ ამ პრობლემას მიექცევა აუცილებლად ყურადღება, თუ, რა თქმა უნდა, ამასაც თავად განათლების სამინისტრო პრობლემად მიიჩნევს.”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური