GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეთხუთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

2022 წლის 15 დეკემბერს გაიხსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეთხუთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება, მეცნიერება, ინოვაციები პოსტ-პანდემიურ პერიოდში“.

კონფერენცია გახსნა, მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ჩართულ საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და უსურვა წარმატებები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი.

მეთხუთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, თურქეთის, ტაივანის (ჩინეთის რესპუბლიკა), აზერბაიჯანის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, აშშ-სა და ტაილანდის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 158 ავტორის/თანაავტორის 125 მოხსენება 7 სექციაში: ისტორიის, ფილოლოგიის, სოციალური მეცნიერებებისა და სამართლის, ბიზნესისა და ეკონომიკის, განათლების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით.

კონფერენციის ფარგლებში დღეს, 16 დეკემბერს, დაგეგმილია გამოფენა – „პატარა ლიახვის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური