გვჭირდება თუ არა გაჯეტები სკოლებში – გამოყენების სტატისტიკა და რეკომენდაციები მშობლებს
გაჯეტების სკოლაში გამოყენება-არგამოყენების საკითხი დროდადრო აქტუალური ხდება ხოლმე ყველა ქვეყნისთვის. ბავშვთა კიბერუსაფრთხოების სერვისი UniSafe Kids გვესაუბრება იმაზე, თუ რატომ უნდა აიკრძალოს ან არ აიკრძალოს გაჯეტების გამოყენება სკოლებში. განმარტავს როგორია გამოყენების უარყოფითი და დადებითი მხარეები, როგორია სკოლებში გაჯეტების გამოყენების ზოგადი სტატისტიკა. UniSafe Kids აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაჯეტების გამოყენება სკოლაში დაშვებული იქნება, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის კიბერუსაფრთხოება.
სმარტფონები მულტიფუნქციური მოწყობილობაა, მათი გამოყენება სკოლაში შეიძლება ხელისშემშლელი იყოს, თუმცა ამავდროულად – სარგებლის მომტანიც. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით გამოიყენებს მას ბავშვი.
მობილური ტელეფონების გამოყენების სტატისტიკა სკოლებში
სხვადასხვა კვლევებიდან მიღებული ზოგადი მონაცემების მიხედვით, აკრძალვის მიუხედავად, მოსწავლეთა 65% სკოლაში ტელეფონს იყენებს; 35% აღიარებს, რომ იყენებს ტელეფონს ჩათვლების და გამოცდების დროს; 19% კი ამბობს, რომ სწორ პასუხებს ინტერნეტიდან იწერს. ასევე, მოსწავლეთა 64% აღიარებს, რომ გაკვეთილების მიმდინარეობის დროს ხშირად ემესიჯება თანაკლასელს, 29% არც დარეკვაზე ან ზარების პასუხზე ამბობს უარს.
სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მობილურების აკრძალვა სკოლებში აქტუალური საკითხია, თუმცა მათი აკრძალვისგან ბევრი ქვეყანა თავს იკავებს იქიდან გამომდინარე, რომ სმარტფონების სარგებელი სკოლებში შესაძლოა არასათანადოდ იყოს შეფასებული. ანუ, გაჯეტების გამოყენებას უარყოფით მხარეებთან ერთად, ბევრი დადებითი მხარეც შეიძლება ჰქონდეს.
ქვეყნების გამოცდილება
ბევრი ქვეყანა კრძალავს გაჯეტებს სკოლებში. ეს აფართოებს ბავშვების თვალსაწიერს, ინტერესებს, უბიძგებს მათ კითხვისკენ, ურთიერთობებისკენ, თამაშისკენ. დღესდღეობით გაჯეტების აკრძალვა მოქმედებს აშშ-ის, გერმანიისა და კვიპროსის ზოგიერთ სკოლაში.
UniSafeKids განსაკუთრებით გამოყოფს იაპონიის სკოლებს, რომლებიც გაჯეტების გამოყენებას 2009 წლიდან კრძალავენ. მათ ამის ბიძგი კლიმატურმა ცვლილებებმა მისცა.
რატომ შეიძლება გაჯეტები იყოს ხელშემშლელი:
– სუსტი კონცენტრირება საგანმანათლებლო პროცესზე
– წესების დარღვევა გამოცდების და ჩათვლების დროს
– ძვირადღირებული გაჯეტის ქურდობის ან დაზიანების რისკის ზრდა
– სოციალურ ქსელში ბავშვების აქტიურობა
გაჯეტების როლი სკოლებში
თანამედროვე მოზარდები მოცულნი არიან ტექნოლოგიური პროგრესით. შესაბამისად, სხვადასხვა გაჯეტი მათი ცხოვრების ნაწილად იქცა. UniSafeKids აღნიშნავს, რომ აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რატომ შეიძლება იყოს გაჯეტები აუცილებელი სწავლის დროს.
სხვადასხვა გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, გაჯეტებს სწავლის გაუმჯობესებაც შეუძლია. ინტერნეტთან წვდომა აადვილებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებას. გარდა ამისა, გაჯეტები ვირტუალური ურთიერთობის, ინფორმაციის გაცვლის და სიახლეების გაგების შესაძლებლობას ქმნის.
მიზეზები, თუ რატომ შეიძლება იყოს დაშვებული გაჯეტების გამოყენება სკოლებში:
– თვითკონტროლი, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. გაჯეტები სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება დამატებითი მასალების მოძიება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ნებართვით უნდა მოხდეს.
– უარის თქმა ორმაგ სტანდარტებზე- როდესაც მასწავლებლებისთვის გაჯეტების გამოყენება არ იკრძალება, ხოლო ბავშვებისთვის იკრძალება. აკრძალვის შემთხვევაშიც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთნაირად არ დაისჯებიან მათი გამოყენების გამო.
– გაჯეტების გამოყენების აუცილებლობა საგანგებო სიტუაციების დროს. გაჯეტი პირველ რიგში ბავშვთან კონტაქტის წყაროა, მათი საშუალებით ბავშვთან დაკავშირება ნებისმიერი სიტუაციის დროსაა შესაძლებელი.
– სწავლის ხარისხის ზრდა. თუ ბავშვი სწორად გამოიყენებს გაჯეტს, მას წიგნის შეცვლაც შეუძლია.
– ინფორმაციის შენახვა. ყველას არ შეუძლია ბევრი ინფორმაციის დამახსოვრება, ამიტომ ხმის ჩაწერა ან გაკვეთილის გადაღება კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს. ესეც ასევე ნებართვით.
– GPS-კონტროლი. ბავშვის ადგილსამყოფლის ცოდნა ზოგჯერ აუცილებელი ხდება, ამის შესაძლებლობას გაჯეტები იძლევა, რომელშიც GPS-კონტროლია ჩართული.
როგორც ბავშვთა კიბერუსაფრთხოების სერვისი UniSafeKids ამბობს, გაჯეტების გამოყენებას მეტი დადებითი მხარე აქვს, ვიდრე უარყოფითი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა წესი დაცული იქნება. UniSafeKids გვთავაზობს ბავშვისთვის კიბერუსაფრთხოების პროგრამის დაყენებას, რაც მშობელს დაეხმარება ბავშვის გაკონტროლებაში.
გაჯეტზე მშობელთა კონტროლის გააქტიურება მშობლებს შემდეგ „პრივილეგიებს“ მისცემს:
– გაჯეტის გამოყენების დროის კონტროლი
– ზარების კონტროლი
– ბავშვის გარემოცვის მოსმენის შესაძლებლობა
– სხვადასხვა აპლიკაციის კონტროლი
– ადგილსამყოფლის კონტროლი
მშობელთა კონტროლის დაყენების შემდეგ მშობლები თამამად გაუშვებენ შვილებს სკოლაში გაჯეტებთან ერთად და არ იღელვებენ, რომ საგანმანათლებლო პროცესისთვის ეს ხელისშემშლელი იქნება.
მოამზადა მარიამ დათაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება