GE

IBSU მე-7 საერთაშორისო კვლევით კონფერენციას მართავს

21-22 აპრილს, შავი ზღვის უნივერსირტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-7 საერთაშორისო კონფერენციას მართავს, რომელიც განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხების კვლევას ეძღვნება.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები ეხება საინტერესო თემებს: განათლება, განათლების ისტორია,განათლების ფსიქოლოგია, სასწავლო გარემოს მართვა, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, უცხოური ენების სწავლების მეთოდები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება, კულტურა და ლიტერატურა.

ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს – ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს, რომლის მეშვეობითაც შეისწავლიან კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას.

კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი 26 სხვდასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, ისრაელი, შვედეთი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, ინდოეთი, იორდანია, ომანი, ლიბია, მალაიზია, პაკისტანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, თაილანდი, ნიგერია და სამხრეთ აფრიკა. კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური.

წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავენ საინტერესო თემებს: განათლება (ისტორია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, განათლების თეორიული საკითხები) სასწავლო გარემოს მენეჯმენტი განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტურობა) ინოვაციები და სწავლა-სწავლების ეფექტური პრაქტიკა განათლებაში და ენის სწავლებაში საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა ენა და კულტურა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი