GE

IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტმა CENN-ის კონკურსში გაიმარჯვა

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტის მელანო ჭეიშვილის სტატიამ – ენერგოეფექტური ტექნოლოგიები აჭარის მაღამთიან სკოლებში – გაიმარჯვა ჟურნალისტებისათვის გამოცხადებულ კონკურსში „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის”.

ჟურნალისტური კონკურსი ამიერკავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით გაიმართა. კონკურსში სულ ორმა ჟურნალისტურმა მასალამ გაიმარჯვა, მეორე მასალა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასული სიუჟეტი იყო.

სტატია მომზადდა საგან “სოციალური საკითხების გაშუქების” ფარგლებში და გამოქვეყნდა საგნის პედაგოგის, ოლიკო ცისკარიშვილ-სოსელიას ბლოგ ekofact.com-ზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური